
აღნიშნულის თაობაზე განცხადება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფესტივალის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სტურუამ გააკეთა.
„ახლა ვფიქრობდი უბრალოდ, ჩემთვის, 24 საათი იმას რომ წუწუნებენ ქართველები, ყველაზე მოწყენილი ქვეყანა ვართ და არსად გართობა არ არისო...
გულით მაინტერესებს, იმაზე სერიოზული პროექტი, რასაც „რესპუბლიკა კაზანტიპი“ ჰქვია უმაგრესი მუსიკით, უზღვავი ენერგიით, აბსოლუტური პოზიტივით, საერთოდ ახსოვს საქართველოს???
რაც შეეხება მათ, ვინც ისტერიულად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ აქ აღვირახსნილობა და გარყვნილებაა, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ქობულეთში და ბათუმში გაცილებით უარესი ხდება, მითუმეტეს ღამე და მითუმეტეს სანაპიროებზე და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით....
აქ დაცული მაინც ხარ! ამდენი დღეა აქ ვარ და მართლა ვერ მივხვდი ვის, ან რატომ აწყობს ამ პროექტის ჩავარდნა??? და ზუსტად მათ გულის გასახეთქად დავამატებ, რომ პროექტი გრძელდება და ყველანი ძალიან ვერთობით!
ვერთობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ვარსკვლავებთან ერთად! ამ დღეებში კი ქართველი ვარსკვლავებიც გვიერთდებიან! აი ასე!“, - წერს სტურუა.