-
2014-08-26 17:21
"Ice Bucket Challenge-"- აქციის შესახებ კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა საკუთარ გვერდზე წერს და სკეპტიკოსებს მიმართავს:
"Ice Bucket Challenge-ის სკეპტიკოსებს (ანუ, თავზე ყინულიანი წყლის გადასხმის მოწინააღმდეგებს) ვეტყოდი, რომ ისინი ნამეტანი სერიოზულად იღებენ და უყურებენ საკუთარ მნიშვნელოვან პერსონას და მიმაჩნია, რომ ქველმოქმედების გარეშეც ასეთი საამური სისულელე კარგი რამეა ჩვენნაირი ჩაკომპლექსებული ერისთვის, ვისაც აშკარად აკლია ცივილიზებული სილაღე, რომელიც, ჩემი აზრით, გვჭირდება კიდეც, რადგან სილაღე ერთგვარად განაპირობებს და ეხმარება მხნეობის გამომუშავებას ადამიანებში. მხნეობა კი, დამეთანხმებით, გვაკლია.
რაც ქველმოქმედებას შეეხება - გადავწყვიტე რომ ჩემი თანხა გადავრიცხო საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად (WE HELP-ში), და არა ოკეანს იქით, ვინაიდან ამ შემთხვევაში, (ჯორჯ ორუელის არ იყოს) "ყველა გაჭირვებულს უჭირს, მაგრამ ზოგ გაჭირვებულს უფრო მეტად უჭირს".
ეს ნამდვილად ასეა ჩვენს შემთხვევაში:)",-წერს რურუა.