-
2014-08-26 12:34
ამის თაობაზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ყველა „მონოლითური“ ხელისუფლება ავტორიტარულში გადაგვარდება და როგორც წესი, მერე ამხობენ.
კარგია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის მთლად ერთსულოვანი.
ეული, მაგრამ პოსტის წონიდან გამომდინარე, მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა - პრეზიდენტი ცდილობს განასახიეროს თანამედროვეობა, მთავრობა - უმრავლესობა კი წარმოჩინდა როგორც რეტრო.
ბოლო პერიოდში პრეზიდენტმა რამდენიმე თამამი ნაბიჯი გადადგა.
გადადგამს თუ არა კიდევ ერთს - მოინახულებს თუ არა კაზანტიპს.
არა მგონია გამბედაობა ეყოს. ამ წელიწადს!“ - წერს რომან გოცირიძე.