"აუცილებლად წავალ ჩემს მომავალ ცოლთან ერთადაც, აქ ღიმილი და კარგი აურაა და არა გარყვნილება და ნარკოტიკი..."

Image

ის ქართველები, რომლებიც უკვე დაემშვიდობნენ კაზანტიპს და სამსახურებში დაბრუნება უწევთ, სოციალურ ქსელში მეგობრებს უზიარებენ იმ მოლოდინს, რაც ფესტივალისგან ჰქონდათ და იმ რეალობას, რაც იქ დახვდათ. ნიკო მიქაია ერთერთია მათგან, ვინც კაზანტიპის ფესტივალზე ნანახი და განცდილი შეაჯამა.

 

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ნიკო მიქაიას სტატუსს კაზანტიპის ფესტივალის შესახებ:

 

"მიუხედავად იმ უდიდესად ბინძური კამპანიისა რაც კაზანტიპთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, მაინც წავედი იქ და დღეს 5 დღის შემდეგ ვარ ასე։

 

1. საოცრად დამშვიდებული და დასვენებული.
2. შოკირებული.
3. გაოცებული 
4. აზროვნება შეცვლილი
5. შერცხვენილი.

 

1. დამშვიდებული და დასვენებული ვარ ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ მიძინია საერთოდ ასე არასოდეს დამისვენია. აქ იმდენი პოზიტივია, იმდენი მომღიმარი სახე, იმდენი დადებითი ემოცია და იმდენად უშუალო გარემო, რომ აბსოლუტურად მომეხსნა ყველანაირი სტრესი და დაძაბულობა რაც მქონდა. ძალიან დამამშვიდა და დამაწყნარა იმ გარემომ და სიტუაციამ რაც იქ არის, რომ რამდენიმე საათია წამოვედი და უკვე ძალიან მენატრება იქაურობა. აუცილებლად წავალ ისევ სამსახურიდან თავისუფალ დროს.

 

2. შოკირებული იმით, რასაც ველოდი და რაც დამხვდა. როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი ველოდი რაღაც სასწაულებს, საგიჟეთს, სადაც ბევრ რამეს გააკეთებდი ისეთს, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გააკეთებ. შევცდი მეგობრებო, აქ ძალიან ჩვეულებრივია ცხოვრება, აქ ისეთივე ხალხი დადის როგორც ყველგან. სხვაობაა ერთი, აქ არავის აინტერესებს ვინ ხარ, რა ხარ და რატო ხარ. აქ ყველას უყვარხარ და გიყურებენ ადამიანურად, გიღიმიან და შენკენ დადებით ემოციას უშვებენ, რაც გენერირდება შენშიც და შენც ავტომატურად გასცემ იგივეს. აქ ყველაფერი ლამაზია, თუნდაც სულ ორ წუთიანი ურთიერთობა ვიღაც საერთოდ უცნობთან.

 

3. გაოცებული ერთადერთი რამით. თურმე შესაძლებელია იყო საქართველოში და იყო ძალიან კარგად, კარგად იგრძნო თავი და გიხაროდეს რომ ეს ყველაფერი შენს ქვეყანაში ხდება. მოგწონს და გინდა რომ ყველას გააგებინო, რომ ეს არ არის ის, რაც ჰგონია ჩეკეტილ საზოგადოებას. აქ არ არის გარყვნილება, აქ არ არის ნარკოტიკები და არავინ არ ცდილობს შენს გადაგვარებას, ყველამ იცით ჩემი ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულება და როგორ მეზიზღება ყველა და ყველაფერი ვინც მასთან არის კავშირში. დამიჯერეთ არსად არ არის ნარკოტიკი და არც არის ამის მოთხოვნა. აქ არის ერთი უდიდესი ნარკოტიკი და მას ჰქვია KAZANTIP. და მე პირადად გავხდი მისი ერთგული მომხმარებელი. ეს საოცრებაა...

 

4. აზროვნებაშეცვლილი რომ გამოვბრუნდი უკან, აი ეს მიხარია ყველაზე მეტად. მეც როგორვ ერთ ერთ რიგით გრუზინს მჯეროდა, რომ უკრაინელ და რუს გოგოებთან ფლირტი, ურთიერთობა და სექსი იყო ძალიან ადვილად მოპოვებადი ხილი, ვფიქრობდი, რომ კიდე კაი ცოლი არ მყავსთქო, ვიგულავებ და გავერთობითქო. არა მეგობრებო, არ არის ასე. დავრწმუნდი რომ არც ერთი რუსი და უკრაინელი ქალი არ ოცნებობს ჩემზე მხოლოდ ჩემი ეთნოსის გამო. დამიჯერეთ ძალიან „დასტოინი“ და თავდაჭერილები არიან და არავინ მიგიკარებს ახლოს ზედმეტად. გაგიცნობს, დაგიმეგობრდება, მაგრამ საზღვარს გადახვალ და წააგებ, ადგილს მოგიჩენს. და ახლა სრული სერიოზულობით ვიტყვი ერთ რამეს, ცოლი რომ მყოლოდა აუცილებლად, აუცილებლად წავიდოდი მასთან ერთად იქ, ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავჯდებოდი მასთან ერთად პუფიში სანაპიროზე და უმაგრესი მუსიკის ფონზე ვუყურებდი sunset-ს, აუცილებლად წავალ ჩემს ცოლთან ერთად მომავალში კაზანტიპზე და დამიჯერეთ არავისზე ნაკლები ქართველი არ ვარ და ჩემს ცოლს არასოდეს წავიყვან გარყვნილების საყურებლად და არც მე წავალ გარყვნილების სანახავად. დამიჯერეთ იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ არანორმალურად ბედნიერი ვიქნები იქ თუკი ის ქალი მეყოლება გვერდით, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც მოვახერხებ, ყოველთვის წავალ კაზანტიპზე და არასოდეს წავალ იმის გამო, რომ იქ ბევრი სექსი ან ნარკოტიკი, გარყვნილება ან რაღაც საშინელება მელის. უბრალოდ ძალიან მაგარი იქნება ეს ყველაფერი, ამდენი დადებითი და პოზიტიური ენერგიის და ემოციის ფონზე.

 

5. შერცხვენილი, მრცხვენია იმ ყველაფრის რაც იქ მყოფი ქართველების უმრავლესობისგან ვნახე։ ცხოველობა, ახტებოდნენ გოგოებს, ვითომ ხელს კიდებდნენ ძუძუებზე და ასე უნდოდათ გაცნობა, ტექსტი։ ,,დევოჩკა, დავაი პატრახაემსა"(სასწაული აქცენტით). თითოეულ ასეთ გამოხტომაზე ღებულობდნენ საკადრის პასუხს ამ გოგოებისგან, მაგრამ შედეგი იყო ის, რომ ამ გოგოებს უკვე ყველა ქართველი ეგეთი ხამი და ხანიგა ჰგონია და საერთოდ შეწყვიტეს ქართველებთან კონტაქტი. თქვენ არ იცით როგორი გაკვირვებული სახე ჰქონდათ, როცა ადამიანურად ველაპარაკებოდი, არ ვთავაზობდი სექსს, არ ვეუზრდელებოდი და ცივილურად ვკონტაქტობდით მე და ჩემი მეგობრები მათთან, იმდენად იხსნებოდნენ და იმდენად კარგად გეკონტაქტებოდნენ ძალიან გსიამოვნებდა ეს ყველაფერი. უუუმაგრესი მუსიკა, ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და ძალიან ბევრი ამაზრზენი გრუზინული საქციელი სამწუხაროდ.

 

მრცხვენია, იმიტომ რომ წყალი ღირდა 5ლარი, ხინკალი ერთი ცალი 2 ლარი, ერთი საწოლი 120-დან 150 დოლარამდე, სენდვიჩი 12 ლარი და ტუალეტში შესვლა 1.5 ლარი. ერთი რუსი ტურისტი მეუბნებოდა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი და 4 დღეში ამდენი ფული არასოდეს დაუხარჯავს. 

 

მრცხვენია ის, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩვენთან ჩამოიტანა საქართველოდან გარბის და უკან მოხედვაც არ უნდა, იმედია გადაიფიქრებს და დარჩება კაზანტიპი საქართველოში და ბევრი წელი იქნება ზაფხულობით ამდენი დადებითი ემოცია.

 

შედეგი։

 

მოკლედ არ ვიცი კაზანტიპი საქართველოში აწი ჩატარდება თუ არა, მაგრამ ვიცი ერთი, როცა მოვახერხებ ყოველთვის წავალ იქ, წავალ ჩემს ცოლთან ერთად აუცილებლად, დავჯდები და ვუყურებ sunset-ს, მოუსმენ კარგ მუსიკას და მივიღებ ბევრ დადებით ემოციას.

 

რაც ძალიან მიხარია, დაიმსხვრა ქართული მითი იმის შესახებ, რომ ყველა უკრაინელი და რუსი ქალი ოცნებობს ქართველ მამრთან სექსზე და მხოლოდ ამ მამრის სურვილია მთავარი, თორე დალშე თემაა.

 

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ხამობა და ხანიგობა რომ მოისპოს საქართველოში, ამას ბევრი წელი დასჭირდება, თაობები უნდა შეიცვალოს. მთავარი პატრიოტობა ჩემი აზრით არის არა სტატუსების წერა და თავდადებულ ქართველებად გამოჩენა, ან აქციებზე სირბილი, არამედ ის, რომ ცოტა წავიკითხოთ, ცოტა განვვითარდეთ და აზრზე მოვიდეთ, გავცდეთ ცოტა ჩარჩოებს და ჩაკეტილ სივრცეს. ცოტა თვალი გავახილოთ და როცა რაღაც სტატიას ვაზიარებთ, რომლის სათაურიც არის რომ ანაკლიაში შუა პლიაჟზე იყო სექსი, ან ქალები და კაცები დედიშობილა დადიან და ამ სტატიის ფოტოდ დევს ოქროსფერ ქვიშებზე გადაღებული კადრები, დავაკვირდეთ იმას, რომ ანაკლიაში და განმუხურში არ გვაქვს ოქროსფერი ქვიშები.

 

და ბოლოს ვინც ძალიან ლანძღავთ ამ ფესტივალს და ქართველთა გადაგვარების ხერხს და ათას სისაძაგლეს ეძახით, მოწყდით ერთი დღით კომპიუტერებს ჩამოდით და ნახეთ რა ხდება აქ სინამდვილეში, დამიჯერეთ! მიხვდებით, რომ ნამდვილად ცდებოდით და ეს მხოლოდ ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, სადაც ძალიან ბევრი დადებითი მუხტი და ემოციაა და მეტი არაფერი.

 

მოკლედ ბევრის თქმა შეიძლება კიდევ, მაგრამ აზრი არა აქვს, ისედაც ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ვისაც გაგება უნდა გაიგებს, ვისაც არა და იგივე აზრზე იქნება სულ..."

 

ქვედა ფოტოზე: ნიკო მიქაია

 

 

 

niko-mikaia.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !