ბესელია:ივანიშვილმა რამდენი ქვითარი შეიძლება გამოფინოს?! უჩუმრად რომ აკეთებდა სიკეთეს მადლი არ ქონდა ქვითრების გარეშე?“

Image

,,ისე ბიძინა ივანიშვილმა რამდენი ქვითარი შეიძლება გამოფინოს?! უჩუმრად რომ აკეთებდა სიკეთეს მადლი არ ქონდა ქვითრების გარეშე?“- წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

 

  

ბესელია ამ კომენტარით  ,,ice bucket challenge”-ის საყოველთაო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ წყლის გადასხმას არ აპირებს, თუმცა თანხას „სოლიდარობის ფონდში" და „wehepl"-შიც გადარიცხავს.

 

 

,,დღეს ჩამოვფრინდი საქართველოში, თითქმის 2 დღეა გზაში ვართ. სხვათაშორის სოლიდარობის კონფერენციაზე ვიყავით მე და ჩემი კოლეგები , რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხება ჩრდ.კორეაში. მითხრეს რომ ჩიორამ გამომიწვია :–))) ამ აქციის წესებს გადავხედე, იდეა– ჩაერთო სოლიდარობის აქციაში და დაეხმარო .თანხით ადამიანებს, რომელთაც ჭირდებათ ამიოტროპიული ლატერალური სკლეროზის მკურნალობა–გამოკვლევა–კეთილშობილურია. მე ყველა ტიპის სოლიდარობის და ქველმოქმედების აქციას ვუერთდები როგორც წესი, რომლითაც ადამიანებისთვის სიკეთე შეიძლება ვაკეთოთ. რაც შეეხება ცივი წყლის გადასხმას, როგორც წავიკითხე, წყალს ისხამს ის, ვინც არ იხდის თანხას ან იხდის მხოლოდ 10 დოლარს. ამიტომ წყალს კი არ გადავისხამ, სოლიდარობის კამპანიაში ჩავერთვები და ,,wehelp’’ –ში და ამავე დროს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნებულ სოლიდარობის ფონდშიც აქტიურად მივიღებ მონაწილეობას. ეს უფრო გასაგებია ჩემთვის და საერთოდ სიკეთის კეთებას ასეთი აფიშირება და ქვითრების დემონსტრირება არ უხდება...ისე ბიძინა ივანიშვილმა რამდენი ქვითარი შეიძლება გამოფინოს?! უჩუმრად რომ აკეთებდა სიკეთეს მადლი არ ქონდა ქვითრების გარეშე?
ვისაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია სოლიდარობის და სიკეთის აქციაში სულ უნდა ვიყოთ ჩართული.”- წერს ბესელია ,,ფეისბუქში“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !