-
2014-08-20 14:09
უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა დევნილთა და განსახლების მინისტრი დევნილი ოჯახების მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებისთვის მკაცრად გააკრიტიკა.
„დევნილთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას მინდა ვუთხრა: ყველა დევნილმა კარგად იცის, რომ 280 ბინაში 2800 ოჯახი ვერ განთავსდება და 2800 ბინა კიდევ 2 თვეში რომ ვერ აშენდება, მაგრამ მათ პროტესტს და აღშფოთებას იწვევს სამართლიანობის პრინციპის დარღვევა.
თუნდაც ერთ შემთხვევაში 280-დან, უყურადღებობა და ართანაგრძნობა, ასევე გაურკვევლობა მომავლის პერსპექტივაში. არსებული უკმაყოფილება და პროტესტი სამინისტროს სპეციალისტების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დონეზე ვერ მოგვარდება, არ ენდობიან და იმიტომ!!!
კეთილი უნდა ინებონ უმაღლესი თანამდებობის პირებმა, თუ მინისტრმა ვერ მოიცალა, მოადგილემ მაინც, ინდივიდუალურად აუხსნან და განუმარტონ ყველა საკითხი და მისცენ კუთვნილებისამებრ გარანტიები!
ჩემი მინისტრობის დროს რომ ჰქონოდა ასეთ პროტესტს ადგილი, მე მას პირადად გადავწყვეტდი!!!", - წერს ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში.