-
2014-08-19 09:40
კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა „facebook“-ის საკუთარ გვერდზე კახა თარგამაძესთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას იწონებს და იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს:
„პრეზიდენტ მარგველაშვილის უარი მოქალაქეობაზე კახა თარგამაძეს, ვინც ეს მოქალაქეობა ერთხელ რუსულ პასპორტში გაცვალა, იყო არა მარტო პრინციპული, არამედ სახელმწიფოებრივად პრაგმატული გადაწყვეტილება.
ამ ადამიანს, თარგამაძეს, როგორც ჩანს დავალებული აქვს შსს-ს საკუთარი ძველი, რუსეთზე მომუშავე ხალხით ინფილტრირება და ამის შემდეგ ღიად რუსული პოლიტიკის გატარებისთვის გზის გახსნა.
სირცხვილი იუსტიციის მინისტრ წულუკიანს, ვინც ბოღმითა და ღვარძლით დაბრმავებული, სააკაშვილის ჯინზე, ეშმაკს ეკვრება და მტერს უწვდის დახმარების ხელს. მარგველაშვილმა პირველი საპრეზიდენტო ნაბიჯი გადადგა. ცოტა გვიან, მაგრამ მაინც, ყოჩაღ“, - წერს რურუა.