-
2014-08-19 09:34
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გოგა ხაჩიძე „facebook“-ის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი 24 წლის პატიმრის მამის პოზიციას გამოეხმაურა:
„მამა(ვ)!!!
გუშინ, 24 წლის შვილი, რომელიც 6 თვეში გარეთ გამოდიოდა - ციხეში რომ მოგიკვდება; 6 კაციან საკანში ტუალეტში გავიდა და ყელი გამოიჭრაო, რომ გეუბნებიან;
გუშინ, მთელ ოჯახთან ერთად, რომ ყვიროდი შვილი მომიკლესო; დღეს, რომ დგახარ და ამბობ: არც გამოძიება მინდა არც არაფერი, თვითმკვლელობა იყოო; თან, ხელით რომ იმ ადგილს აჩვენებ, სადაც თურმე შენმა შვილმა ყელი გაიჭრა...
(მე) რა უნდა ვთქვა... რაზე უნდა ვიფიქრო... სიტყვა გამიშრა“, - წერს დეპუტატი.