-
2014-08-18 10:27
შს ყოფილი მინისტრიმა საქართველოს საზღვარი ორი დღის წინ გადმოკვეთა და სამშობლოში ოჯახის წევრებთან ერთად იტალიიდან ჩამოვიდა.
„დასასვენებლად ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად იტალიაში, ორი დღის წინ რომიდან ჩამოვფრინდით და ამჟამად ვიმყოფები საქართველოში“, – განაცხადა თარგამაძემ.
ყოფილმა შს მინისტრმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს ივლისში მიმართა. როგორც კახა თარგამაძემ განაცხადა, მისმა მეუღლემ და შვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკვე აღიდგინეს.
„საქართველოს მოქალაქის აღდგენის მოთხოვნით, იუსტიციის სახლს ივლისში მივმართე და გადავიხადე ოფიციალური თანხა. ჩავაბარე ყველა სახის დოკუმენტაცია, როგორც წესი და რიგია. ჩემმა მეუღლემ და ქალიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით 7-8 თვის წინ აღიდგინეს.
ამ მოთხოვნას აქამდე იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ რუსეთში იყო კანონი, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობა იყო აკრძალული. ახლა კი შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უბრალოდ ვალდებული ხარ, აცნობო ხელისუფლებას ოფიციალურად, რომ გახდი სხვა ქვეყნის მოქალაქე.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღმედგინა საქართველოს მოქალაქეობა და მივმართე კიდეც საქართველოს იუსტიციის სახლს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. მე დაბადებული ვარ საქართველოში, გავიზარდე საქართველოში, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი საქართველოში, ჩემზე მეტი ჯილდო საქართველოში ვის აქვს მიღებული?
მიღებული მაქვს ვახტანგ გორგასლის ყველა ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი და ასე შემდეგ… კანონით მაქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა აღვიდგინო”, – ამბობს თარგამაძე.
შს ყოფილი მინისტრი პარლამენტარ აკაკი მინაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. კახა თარგამაძეს მიაჩნია, რომ დეპუტატთან პოლემიკის გამართვა „თავის მოჭრის“ ტოლფასია.
თუმცა, კახა თარგამაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ იგი გუშინვე გაეცნო აკო მინაშვილის განცხადებას. „აკო მინაშვილი ვინ არის „სიდედროვიჩი“? თვითონ რა უქნეს საქართველოს? მათი ორგანიზაციის ფაშისტს ლიდერს ეძებენ, ახლა… აკო მინაშვილს მე რომ ვუპასუხო, ეს არის თავის მოჭრა,… ვინ არის მინაშვილი..
გადაკეთებული გვარებით რომ დადიან დღემდე…, მე არ ვმალავ ჩემს გვარს და არც წარმომავლობას, რატომ არ ამხელენ? რატომ რცხვენიათ? აკო მინაშვილს პოლემიკა როგორ გავუბა.. ეგ თავგასიებული ღორი,… საერთოდ ეგ ხალხი, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ არის… არამედ ისინი არიან „ნაცისტები“. ესენი სუყველა დასაჭერები არიან და ციხეშია შესაყრელი. ნელ-ნელ ხდება კიდევაც… სრულდება ყველაფერი”, – აცხადებს თარგამეძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტარი აკო მინაშვილი საქართველოს პრეზიდეტს მოუწოდებდა, რომ კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭებინა.