-
2014-08-18 10:15
ლალი მოროშკინა არაკეთილისმსურველებს „ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან აფრთხილებს.
„დღეს ერთ საინტერესო ადგილას, ერთ საინტერესო გარემოებაში, ერთ საინტერესო ადამიანთა ჯგუფთან მქონდა ერთი საინტერესო შეხვედრა.
სულ მალე 45 წლის გავხდები და მეგონა ამ ქალაში თითქმის ყველაზე ყველაფერი ვიცოდი...
არა, იმიტომ კი არა, რომ მაინტერესებდა, არამედ ჟურნალისტური და ანალიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი ინფორმაცია ჩემთან იყრიდა თავს, მაგრამ ის რაც დღეს მოვისმინე, ყველანაირ მოლოდინს გასცდა, მეტიც, ზურგს უკან პატარა ლამაზი ფრთებუნები ამომიწვერა, რომ არა ეს „სასოწარკვეთილი ისტორიები“, ანგელოზის ფრთებზე არასოდეს მექნებოდა პრეტენზია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია!
ამდენი წამლის ბარიგა ჩემს „ფრენდებში“, ზოგი ნორჩი, ზოგიც 20 წლის „ვიდერჟკით“, ამდენი ელიტური მეძავი, (მობილურში „მამაშას“ რომ „პადრუგას“, თანამშრომელს ეძახიან და კიდევ „უშკით“ ესუფიქსებიან),
ამდენი თვალბკვარკვალა მეოჯახე ბოზი, ამდენი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების პიკანტურ-დელიკატური ფირზე აღბეჭდილი უხერხულობა, ამდენი არატრადიციული „ნამდვილი ქართველი“, ამდენი კამასუტრის „პერედოზი“ და სასწრაფო დახმარებით აღდგენილი ყოფიერება, (ახლა რა გეშველებათ, რიგში რომ მოგიწევთ დგომა და ამასობაში ოჯახიც დაგადგებათ?)
ამდენი საკმეველის ტრიალი დღისით და ღამე მრუშობა, მრუშობა, მრუშობა... ამდენი ჭუჭყი და ამდენი თვალთმაქცობა!!!
მოკლედ ეს რა ვნახე!!! თავიდან დავიბადე!!! ამდენი მოგზავნილი, მიგზავნილი და გადაგზავნილი...
ხოდა გაფრთხილებთ, ვინც აქ ყველაზე ძალიან მორალისტობთ, ყველაზე მეტად გაქვთ გასვრილი უკანალი და ხომ იცით, დუმილი ჩემი "კოზირი" არ არის, თქვენით აორთქლდით!!!", - წერს მოროშკინა.