-
2014-08-12 22:24
როგორც ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, გამგებლის თანაშემწე სამსახურიდან არავის გაუშვია და იგი მუშაობას აგრძელებს.
„რატომ უნდა გაგვეთავისუფლებინა სამსახურიდან თაკო ლაშხია. მას უმაღლესი განათლება აქვს, ეკონომიური აქვს დამთავრებული და ის ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. თაკო ლაშხია გამგებლის თანაშემწედ არის დანიშნული.
ის ზრდილი და განათლებული ადამიანია და ვფიქრობთ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს. ყველა თანამშრომლის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ჩემს სამსახურს ექვემდებარება.
ბრძანებას ხელი ხომ უნდა მოეწეროს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თაკო ლაშხიას გათავისუფლება დღის წესრიგში არ დგას და არც არავის მიუღია გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ “ – აღნიშნა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ.
მანვე კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა თაკო ლაშხიას ნაცვლად ანა ბერულავა დაინიშნა.
„რას ამბობთ, პირველად მესმის ეს სახელი და გვარი. ასეთი ჩვენ გამგეობაში არავინ არ გვყავს. თაკო აგრძელებს მუშაობას და რატომ უნდა მიგვეღო სხვა ვინმე. კიდევ გიმეორებთ ანა ბერულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არ მუშაობს“, – აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ თაკო ლაშხია სამსახურში აღარ გამოჩენილა. მის ადგილას ანი ბერულავა დაინიშნა.
http://kvira.ge/