-
2014-08-10 23:30
ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. მისივე ინფორმაციით, მძიმედ დაავადებული დავით გაიხარაშვილისათვის გერმანიაში სამგზავრო და საცხოვრებელი თანხა უკვე შეგროვილია.
ასე და ამგვარად, ჩემო კარგებო:
ჩემის დაკვირვებით, ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობის, სხვის ტკივილის შეგრძნების უნარი სულ უფრო იზრდება - ის, რაც ადამიანს ბიომასისაგან განასხვავებს. ის, რაც საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ სამყაროს მაჯისცემა...
"მინდა გაცნობოთ, რომ მძიმედ დაავადებული დავით გაიხარაშვილისათვის გერმანიაში სამგზავრო და საცხოვრებელი თანხა უკვე შეგროვილია და მას ამ თანხით პირადად დავეხმარები მიზნობრივად აუცილებელ საკითხებში;
დანარჩენს, ძირითად ნაწილს კი აეროპორტში გადავცემ, უშუალოდ გამგზავრების წინ. ეს აუცილებელია, რათა თანხა უშუალოდ მიზანს მოხმარდეს და შესრულდეს მისი ფიზიკურად გადარჩენის ამოცანა, რის გამოც თქვენ ნდობა გამომიცხადეთ. შეგროვდა სამ ათას დოლარზე ცოტა მეტი...
გუშინ გაემგზავრა გერმანიაში პატარა გიო ჯიშკარიანი, ასევე თქვენი დახმარებით, შეგროვდა საჭირო ათი ათასი ევრო. ასობით ადამიანის სიყვარული და გულისხმიერება წაყვა თან მჯერა, რომ დავითიც და გიორგიც კარგად იქნებიან, გამოჯანმრთელდებიან და ეს ყველაფერი მოაგონდებათ, როგორც მხოლოდ საშინელი სიზმარი...
კიდევ და კიდევ მიხარია, რომ საზოგადოების საქველმოქმედო აქტივობა ძლიერდება. აქ მინდა დავწერო იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ამ თანხების მობილიზებაში გულითადი მონაწილეობა მიიღო.
სამწუხაროა, რომ ბანკის ანგარიშიდან ხშირად არ იკითხება გამომგზავნის სახელი და გვარი, და მათ აქ ვერ მოვიხსენიებ. შეგეწიოთ თქვენი სიკეთე, რომელიც არასდროს დაიკარგება: უკუქმედების კანონზე დგას სამყარო...
ესენი არიან:
რონა კვიციანი
ნინო ხუციანიძე
ნადია წიკლაური
მზია ბეკურაშვილი
შორენა თეთრაული
ნაზი მესხი
მაია რუსაძე
თამარ გუნდიშვილი
აქვე მინდა გითხრათ, რომ ლეიკემიით დაავადებული ნანიკო ხაჩიური, რომელიც გაზაფხულზე გერმანიაში გაემგზავრა, უკვე კარგადაა და ახლა, სექტემბერში ელოდება ბოლო ტესტს, რომელიც მის სრულად გამოჯანმრთელებას დაადასტურებს.
კიდევ მინდა ცხონებული მიშა ხერგიანის სიტყვების გახსენება: "ბევრი მედლები მაქვს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე მაქვს გადარჩენილი...", - წერს ცოტნე გამსახურდია.