-
2014-08-07 15:16
ანაკლიაში დაგეგმილ „კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს მსახიობი იუნა შაფათავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„კაზანტიპი - მუსიკის და სიყვარულის ზეიმი! სექსი და ნარკოტიკი არც თბილისს აკლია, არც სხვა რეგიონებს და აცადეთ ამ ხალხს, ზამთრის სარჩო-საბადებელი იშოვონ ჩამოსულების ხარჯზე...
რისი გეშინიათ სულ? ყველამ საკუთარ სასქესო ორგანოებს მიხედოს და სხვაზე ნუ ინერვიულებს:) სექსი - არ არის კრიმინალი და დანაშაული! სექსი - ეს სიყვარულია!
ნუ იბოღმებით, ჩაალაგეთ „კუპალნიკი“, ერთი შორტი, ერთი მაიკა და კაზანტიპ-ანაკლიის პლაჟისკენ). დარწმუნებული ვარ, გართობა გარანტირებულია... მთავარია დაცვა იყოს ორგანიზებული, ზედმეტად არ დაძაბონ სიატუაცია, მუსიკის ფესტივალებზე ცუდი განწყობა და ბოროტება არ არსებობს - მუსიკის ფესტივალი მშვიდობის მატარებელია ყოველთვის და ყველა საუკუნეში!!!
შარშან ოაზისი მახსოვს, მცხეთის ამფითეატრში, მშვენიერი დრო ვატარეთ - მარიხუანის გამო კი 100 კაცი დაიჭირეს, არ მგონია ვინმეს კიდევ დარჩა სურვილი, ჯარიმები იხადოს და დააპატიმრონ... ნარკოტიკი არ გვემუქრება...
გაერთონ ბავშვები, ფულიც შემოვა, კიდევ ჩამოვლენ - ხალხს სამსახური არ აქვს და შემოსავალი, ამღერონ და აცეკვონ და გაართონ რეგიონი და ჩვენც გაგვართონ! ... გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია! let the sun shine in !!!!!!!!!!“ - წერს იუნა შაფათავა.