
დღეს დილით იუმორისტ ნიკა ქავთარაძის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოჩნდა:
„აი, ასე, ბორკილებით ვიჯექი გუშინ თითქმის 8 სააათი პატრულის მანქანაში. სრულიად უმიზეზოდ ძალიან მალე მოგიყვებით დეტალებს ამ "სპეც- ოპერაციის" შესახებ“, - წერს ქავთარაძე.
იუმორისტის ასეთ განცხადებას უამრავი დაინტერესებული კომენტარი მოჰყვა, რომელზეც ქავთარაძემ უპასუხა, რომ ვიდეოს დადებს და ყველაფერს დეტალურად მოჰყვება.
თუმცა ქავთარაძის ვიდეოკადრებამდე საქმეში სიცხადე ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ შეიტანა და უმორისტის დაკავების მიზეზები სოციალურ ქსელში გაახმაურა.
„ჩემს მეგობრებს (მათ შორის რამდენიმე ცნობილ არტისტს) გუშინ ქუთაისში პატრულმა ბორკილები დაადო და მთელი ღამე ნარკოლოგიურში ჰყავდათ. საბედნიეროდ ყველა სუფთა აღმოჩნდა.
ცუდი ის არის, რომ სამჯერ "მოაფსმევინეს", რადგან პირველ და მეორე ჯერზე ვერ მიიღეს სასურველი ანალიზი. არ მეგონა თუ ჩვენ პოლიციაში ზუსტად იგივე მეთოდებით იჭერენ ხალხს, როგორც ადრე. ზუსტად ამის გამო მერაბიშვილის უწყებამ ცუდად დაამთავრა!
პ.ს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მერაბიშვილის პოლიცია პირველივე "მოფსმაზე" სვამდა დიაგნოზს“, - წერს დათო ლიკლიკაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.