-
2014-08-07 12:11
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილი წერილიდან ამონარიდებს აქვეყნებს.
„მე მაინტერესებს ობამას და მერკელის კონფერენციაზე დაპატიჟების რუტინულ წერილებს რომ გვიფრიალებს ხოლმე პრემიერი ღარიბაშვილი, რატომ დაგვიმალა ის, რომ შეერთებული შტატების სენატის წევრებმა, საქართველოს დიდმა მეგობრებმა, წერილი მიწერეს 1 აგვისტოს სადაც დეტალურად აღწერენ, რამდენად სახიფათოა საქართველოში მიმდინარე პროცესები?
სრული ვერსია ნათარგმნია და დილით, სამსახურში რომ მივლენ ჟურნალისტები, აიტვირთება. მანამდე ეს ნახეთ:
- ვიცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ზეწოლის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. წინასაარჩევნო ძალადობის შემთხვევები ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დარჩა.
- წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როდესაც თქვენ მორატორიუმი გამოაცხადეთ, თქვენი მთავრობის წევრებმა დაიჭირეს და დააკავეს პოლიტიკური ოპონენტები.
- ყველაზე სახიფათოა თქვენი მთავრობის ძალისხმევა გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან.
- როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა აღნიშნა, გიგი უგულავას დაპატიმრება „ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ“. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ უგულავას დაპატიმრება არ არის ერთადერთი შემთხვევა. მუდმივი მცდელობა იმისა, რომ მედიის გავლით წარიმართოს გამოძიების პროცესი ასევე ცუდად მეტყველებს პროკურატურის განზრახვებზე.
- მატულობს შეუწყნარებელი რიტორიკა უმცირესობებთან მიმართებით, რაც უკან დახევს ქვეყანას მაშინ, როდესაც დასავლეთთან ინტეგრაციის პოტენციალი იზრდება“, -წერს ჩერგოლეიშვილი.