
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ტელეწამყვანს წლების წინ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემული კომენტარი „ფეიბუქით“ შეახსენა.
„ინგა გრიგოლია მეორე შანსი რომ გქონდეთ, კიდევ ასე ხმამაღლა იტყოდით?...
(უკაცრავად, თუ ამ შეკითხვით საზაფხულო შვებულება შევაფერხე)“, - წერს ხაჩიძე.
„თუ ვინმესთვის „ასავალ-დასავალი“ შავრაზმული გაზეთია, მაშინ მეც შავრაზმელად ჩამთვალონ! დიახ, მე „ასავალ-დასავალის“ მკითხველი ვარ და ამას ხმამაღლა ვაცხადებ“, - ამბობდა „ასავალ-დასავალთან“ ინგა გრიგოლია.
პარლამენტარს ტელეწამყვანი სოციალური ქსელითვე გამოეხმაურა.
ინგა გრიგოლია: „ვააა.....Goga Khachidze----ეს რა უცნაური ინტერესები გაგჩენია ??? საქმე აღარ გაქვთ პარლამენტში და ახალი საქმით დაკავდი? მე ყველა გაზეთს ვკითხულობ და ყველაფერს ვუყურებ..
ვალდებულებაა ჩემი და არც იმას ვთვლი საჭიროდ, ვინმეს ვუმტკიცო შავრაზმელი ვარ თუ არა... და იცი რა მაინტერესებს? შენ რას ამტკიცებ ამ შენი პოსტით? რომ შენ კარგი ტიპი ხარ და მე ცუდი, იმიტომ რომ ყველა გაზეთს ვკითხულობ??
არა..ნერვებმა არ მიმტყუნა...მშვიდად ვარ...უბრალოდ ხაჩიძის აჟიტირებული პოსტი შემომეფეთა თვაწინ გაღვიძებისთანავე და მართლა დამაინტერესა - რამ გამოიწვია მისი ახალი გატაცება, არქივიდან ჩემი ინტერვიუების ამოქექვის და რატომ გადაწყვიტა ამ რიტორიკული შეკითხით ამტკიცოს კარგი ტიპობა...
მე კი ზუსტად ვიცი,რამაც გამოიწვია, მაგრამ პასუხი მისგანაც მაინტერესებს.
ჩვენ -,,ბაზრის ქალები“......სად მოვალთ თქვენთან, ბ-ნო Goga Khachidze---- რა ვქნა, აი, ასეთ უვიცსა და ბაზრის ქალს მარგუნა განგებამ ამდენი წელი ვიმუშავო ტელევიზიაში.... და შეხება მქონდეს თქვენთან - პედისტალზე მდგომებთან.... აი, როგორ გამიმართლა ცხოვრებაში, ყველას კი არ უმართლებს ჩემსავით.
დაისვენე, გოგა და უფრო საინტერესო იდეებით და შეკითხვებით დაუბრუნდები პარლამენტს სექტემბრიდან“, - წერს გრიგოლია.
Goga Khachidze: „ინგა გრიგოლია მე მხოლოდ ერთი კონკრეტული კითხვა დავსვი: „მეორე შანსი რომ გქონდეთ, კიდევ ასე ხმამაღლა იტყოდით?"
როგორია თქვენი რეაქცია? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აჟიტირებული პოსტია?
მართალი ხარ, დასვენება კარგია... უბრალოდ მიზეზს ვარკვევდი, რატომ ვერ ვისვენებ.
ჰოდა ვიფიქრე, იქნებ დასვენების საიდუმლო იმაშია რომ მსგავსი განსხადებები მეც „ხმამაღლა“ უნდა ვაკეთო? ბედნიერ დასვენებას გისურვებ და კომენტარების კონტექსტში წაკითხვას“, - პასუხობს გოგა ხაჩიძე.