გადაცემა „ვის უნდა 20 000“-ის ყოფილ წამყვანს მამუკა გამყრელიძეს ძველ პატრულზე ნისტალგია მოეძალა.

Image

„ახლა ვიცი ზოგიერთები გამლანძღავენ და ზოგნი მომაწყევლიან კიდევაც. მაინც უნდა ვთქვა!  ვანოსდროინდელი პატრული მომენატრა !!!

 

ახალგაზრდა,  კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი, ნავარჯიშები და კარგი ქართულით მეტყველი ადამიანები, რომლებიც ძალიან სწრაფად რეაგირებდნენ დარღვევებზეც და დასახმარებლადაც მზად იყვნენ. ერთი-ორჯერ ღვედის გაკეთება დამავიწყდა და დამაჯარიმეს.

 

ერთი-ორჯერაც ტელეფონზე ვსაუბრობდი და იმიტომ. ჰოდა ყველა ჯერზე იქით მოვუხადე ბოდიში რადგან თავი მართლა დამნაშავედ ვიგრძენი. ცხენოსანი პოლიციელებიც კი გვყავდა, ახალგაზრდა გოგონები... ახლა სადაა ეს ყველაფერი?

 

ღიპიანი, ყველაფრის მიმართ ინდეფერენტული ფორმიანი არსებები გამოჩნდნენ პატრულის რიგებში. ყველაზე ცუდს როგორ ვიტყვი? და არც ვანოს დროს ყოფილა ყველაფერი იდეალურად, მაგრამ სწორედ ეს „ყველაფერია“ შედარებითი და ახლა ვხედავ, რომ ამ ყველაზე წარმატებული პროექტის დეგრადაცია დაიწყო.

 

მიზანმიმართულ პროვოცირებას ვუწევ, ცხვირწინ უღვედოდ და ტელეფონით ხელში ვუტრიალებ და გვერდითაც ვუდგები პატრულის მანქანებს. შენც არ მომიკვდე. ნოლი რეაქცია. ჩხუბზეც აღარ რეაგირებენ. თავად ვიხილე. სროლა ვაკეში თითქმის ყოველდღე ისმის. თუ მსხვერპლი

 

არაა, არც ამაზე რეაგირებენ. შპრიცები და გაურკევეველი აბების ცარიელი კოლოფებიც უხვადაა მიმოფანტული. არ მომწონს ასეთი „თავისუფალი სუნთქვა“ და რა ვუყო ? ვისაც მოგწონთ, შეგარგოთ ღმერთმა !

 

ჰოდა, მე კი ვანოს დროინდელი პატრული მომენატრა!", - წერს გამყრელიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !