ანფისა ჩეხოვა გოგირდის აბანოში ნებივრობს

Image

რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა „ინსტაგრამის" პირად გვერდზე თბილისის გოგირდის აბანოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

 

ანფისა ჩეხოვა ქართველი მსახიობის გურამ ბაბლიშვილის მეუღლეა და იგი ამ ზაფხულს ქმართან და პატარა ვაჟთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.

 

თავისი შთაბეჭდილებების შესახებ რუსი მსახიობი სოციალურ ქსელში სტატუსებს ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.

 

ამჯერად ანფისამ გოგირგის აბანოს გაუწია რეკომენდაცია და მისი ავკარგიანობის შესახებ მოუთხრო „ინსტაგრამის“ მომხმარებელს.

 

„მინდა გოგირდის აბანოების შესახებ გიამბოთ. ის რუსული აბანოსგან ძალიან განსხვავდება.

 

არავითარი საუნა და ცოცხები, მხოლოდ გოგირდიანი წყლით სავსე აუზები, რომელსაც ოდნავ ლაყე კვერცხის სუნი აქვს.

 

ჩადით ამ აუზში და დარჩით რამდენ ხანსაც მოისურვებთ. გოგირდის აბანო კანის მრავალ დაავადებას კურნავს. აბაზანის  შემდეგ ბავშვის ტაკუნებივით გლუვი კანი გექნებათ.

 

აუზში ჩასვლისთანავე მექისე მოდის. ყურადღებით! აუცილებლად წელს ზემოთ შიშველი. აქ ასეა მიღებული უძველესი დროიდან - აბანოში ყველა თანასწორია. მამაკაცებმა პირი დამუწეთ! მექისეები მხოლოდ ბანჯგვლიანი ახმახები არ არიან. ქართულ აბანოში სქესთა შორის მკაცრი სხვაობაა.

 

მექისე თქვენს სხეულს საპნის თეთრი ქაფით დაამუშავებს... შემდეგ მურაბიანი ჩაი და მორჩა. აბანოები მრავალფეროვანია - საზოგადოებრივი, დახურული კაბინები და VIP კაბინები.

 

მადლობა სუპერ-კომფორტული აბაზანის ორგანიზებისთვის, სადაც, როგორც ამბობენ, მიშა სააკაშვილს თავის თანამოაზრეებთან ერთად ბანაობა უყვარდა... რეკომენდაციას ვუწევ...", - წერს ჩეხოვა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !