
გუშინ მესტიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა.
კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორი თეზო ჯაფარიძე და შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე გარდაიცვალნენ.
ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის ქალიშვილი მამასთან გამოსათხოვარ წერილს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„არ ვიცი რა ვთქვა, შენ იყავი, ხარ და მუდამ იქნები მსოფლიოში საუკეთეო მამა, საუკეთესო ადამიანი! ვიცი, რომ შენ სულ ჩემთან იქნები! ჩემს გულში! უზომოდ მიყვარხარ! ძალიან მაგარი მამა ხარ და მადლობა ყველაფრისთვის!
ვგიჟდები შენს სიცილზე, თვალებზე, ყველაფერზე, ყველაზე მაგარი სიცილი გაქვს. ყოველთვის მინდოდა შენნაირი სიცილი! ვამაყობ, რომ მამაჩემი ხარ! ყველაზე მეტად მიხარია, რომ ეხლა კარგად ხარ და ამის შემდეგ მუდამ ჩემთან იქნები და ყოველთვის დამიცავ ყველაფერში გვერდში დამიდგები.
მე მესმის, რომ ეს ღმერთის ნებაა და ესე იყო საჭირო. ამ, არვიცი რა ვთქვა, ყველაზე მაგარი მამა ხარ! მადლობა ყველაფრისთვის!", - წერს თეზო ჯაფარიძის გოგონა.