პრემიერ-მინისტრის დაცვამ ჟურნალისტები სასტუმრო „რედისონის“ სათათბირო ოთახში ჩაკეტა

Image

აღნიშნულის თაობაზე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სააგენტო IPN-ის ჟურნალისტი ლექსო ნაბახტეველი წერს.

 

 

მისი ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც სათათბირო ოთახში გამოკეტილი ჟურნალისტები ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ, პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, სტუმრებთან ერთად სათათბირო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლეს არაოფიციალურ ნაწილზე დასასწრებად.

 

„ეს ახალი სტანდარტია თუ რა არის? დღევანდელ ღონისძიებაზე „რედისონში“, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროს პროექტები წარმოადგინეს, დამთავრების შემდეგ ჟურნალისტები დარბაზში ჩაგვკეტეს!

 

ღარიბაშვილის და კულტურის მინისტრის დარბაზიდან გასვლის შემდეგ კარები დახურეს და გამოგვამწყვდიეს. კიდევ კაი დასაძინებელი არ გაგვიკეთეს და ზოოპარკში არ გადაგვიყვანეს!!!", - წერს ჟურნალისტი.

 

როგორც ნაბახტეველი აცხადებს, ტყვეობა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, სანამ არაოფიციალური ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა არ დატოვა.

 

„ამ ფაქტმა ჟურნალისტები აღგვაშფოთა. რამდენჯერმე დავინტერესდით, თუ რატომ აგვიკრძალეს ოთახიდან გასვლა, თუმცა პასუხი არავინ გაგვცა.

 

შემდეგ იმავე დარბაზში მყოფ გარემოს დაცვის მინისტრს, ელგუჯა ხოკრიშვილს შევეკითხეთ თუ რა ხდებოდა, რაზეც ღიმილნარევი პასუხი მივიღეთ - "ეტყობა რამე დააშავეთო".

როგორც ჩანს, ქართული სამთავრობო უწყებები, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ახალ სტანდარტს ამკვიდრებენ, რომელიც ჟურნალისტების გამომწყვდევას გულისხმობს.

 

კარგია, რომ არ დაგვაძინეს და სადმე გალიაში არ გაგვეღვიძა", - წერს ლექსო ნაბახტეველი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !