რა დეტალებს იხსენებს ბადრი ნანეტაშვილი ეროსი კიწმარიშვილთან შეხვედრიდან

Image

ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი, ბადრი ნანეტაშვილი მის მიმართ გავრცელებულ ხმებს, თითქოს იგი „დაამუშავეს“ და ჩვენებები შეცვალა, ცილისმწამებლურს უწოდებს.

 

 

იგი კიდევ ერთხელ, ყოველი წუთის სიზუსტით აღწერს ეროსი კიწმარიშვილთან გატარებულ წინა დღეს. 

 

„დღეს, რამდენიმე ადამიანმა, ჩემს მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა, თითქოს მე „დამამუშავეს“ და თითქოს შევცვალე ჩემი ნათქვამი.

 

ეს ის ადამიანებია, ვინც ცოტა ხნით ადრე ეროსის უგონებდნენ ასეთ პროვოკაციებს და ათას საზიზღრობებს თხზავდნენ. დღეს, კი თითქოს გულშემატკივრები, მე მაბრალებენ „დამუშავებას“ და „მოსყიდვას“.

 

მე, გუშინ, თითქმის დილამდე ვიყავი ეროსის ოჯახთან და ახლობლებთან, ხოლო განცხადება რაც გავაკეთე, კიდევ გავიმეორებ: გუშინწინ, ეროსი კიწმარიშვილმა და გია ხევიაშვილმა გამომიარეს ნუცუბიძის ქუჩაზე. მე დავჯექი ეროსის ავტომანქანაში და წავედით ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისში, სადაც დავსხედით პიცერია „პრეგოში“.

 

იქ ეროსი იყო მხიარულ ხასიათზე. პიცას უწონებდა კაფეს. შემდეგ დაიწყო მომავალ გეგმებზე ლაპარაკი. ამბობდა, უნდა გავხსნა საკაბელო ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციაო. რომ, ორ წელიწადში ზედიზედ სამი არჩევნები მოდის და ბევრი სამუშაო მექნებაო.

 

ამბობდა, მართალია არჩევნები წავაგე, მაგრამ აქამდე, ორი წელიწადი ხელისუფლებამ ჩამძირა, სახლში ჩამკეტა და ამ არჩევნებმა მე სახლიდან გამომიყვანა და გამააქტიურაო. კიდევ, ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-თან მოლაპარაკება მაქვს, სამოცი წუთი უნდა ავღადგინოვო.. მაგარი ბომბი გადაცემა უნდა გავაკეთოვო.

 

კაფეში, დანით პიცის ნაჭერს ჭრიდა და თითი გაიჭრა. ხევიაშვილი გარეთ გავიდა აფთიაქში და ბინტი შემოუტანა, მაგრამ არ დასჭირდა. კაფედან წამოსვლის შემდეგ, ხევიაშვლი მივიყვანეთ მის ავტომანქანასთან, ეროსის სახლთან. ამ დროს ეროსიმ მთხოვა გავყოლოდი იარაღის მაღაზიაში, რომ ძმის დაბადების დღე იყო და საჩუქარი მინდა გავუკეთოვო.

 

რაღაც ადრინდელი ნაჩუქარი იარაღი მაქვსო და იმის გაფორმება თუ რთული არ იქნება, იმას ვაჩუქებო. თან ვაზნების ყიდვა უნდოდა იმ იარაღის. (ამ საკითხზე წინა საღამოს სკაიპშიც დამელაპარაკა). მაღაზიაში გასაუბრების შემდეგ, უთხრა რომ კარგი, ეხლა იმის დევნა დიდ დროს წამართმევს და რახან ახალის ყიდვა უცებ ხდება, ახალს ვიყიდიო. ამის შემდეგ კარგა ხანს ვარჩევდით იარაღს.

 

მაღაზიის შემდეგ, ამოწერილი საბუთები წავიღეთ პოლიციაში, მაგრამ გვითხრეს რომ სამუშაო უკვე დამთავრებულია და მეორე დილით მივსულიყათ. ეროსიმ მითხრა, შენ ალბათ, ადრე ვერ გაიღვიძებო და მე ათ საათზე მივალო. 

მე ეხლაც ვაცხადებ, რომ ეროსის თავის მოკვლის მიზეზი არც ჰქონია და არც მის ხასიათზე და მომავალ გეგმებზე ლაპარაკის დროს არ ჩანდა. მხოლოდ, მომავალი საქმეების კეთებისთვის შემართებული ადამიანის ლაპარაკი იყო.

 

ამას ვწერ იმ პროვოკატორებისთვის, რომლებიც ადამიანის განადგურებისთვის და მოსპობისთვის ავრცელებენ ასეთ ცილისწამებებს! 

ტელეფონი გამორთული მქონდა, იმის გამო რომ დღეს დილის რვა საათზე დავიძინე”, - წერს ბადრი ნანეტაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. (სტილი დაცულია)

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !