
გიორგი გაბუნიამ სოციალურ ქსელში გიგი უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ორივე მათგანი სტიქარით არის შემოსილი.
ქალაქის ყოფილი მერი და ტელეწამყვანი კლასელები იყვნენ. მათი თანაკლასელი გახლდათ ნიკა გილაურიც.
„აქ კიდევ ერთი ადამიანია ჩვენთან ერთად, რომელიც არ ჩანს - ნინო სუხიშვილმა გადაგვიღო ეს ფოტო'' - წერს გაბუნია "ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე.