
უგულავამ, რომელსაც უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონია, ,,იმენნო“ ,,გაუჩალიჩა“ ხელისუფლებას– წერს ,,ფეისბუქის“ გვერდზე ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.
,,მე არ ვიცი, რამდენად სამართლებრივად ედავებიან ბ-ნ უგულავას, არც ის ვიცი, პროცედურულად რა ნორმები დაირღვა თუ არ დაირღვა. არ ვიცი ათეთრებდა თუ არა ის თანხას პარტიისათვის თუ პირადი მიზნებისათვის ოფშორიდან თუ ოფშორის ოფშორიდან. ვიცი სხვა რამ:
1. უგულავამ, რომელსაც უკანა ბილეთიც ჰქონია, “იმენნო გაუჩალიჩა” ხელისუფლებას. აგე, თავადაც ამბობს და აჩვენებს, რომ უკანა ბილეთი ჰქონია… ეს სინქრონი ბუნებაში არსებობდა…
2. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ბ-ნი უგულავა არის პოლიტიკური პირი. რასაკვირველია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ მინიმუმ არსებობს ამგვარი მიდგომა – საარჩევნო ვითარებაში მისი დაკავება ან არის ან, მინიმუმ იკითხება როგორც პოლიტიკური დევნა. ეს კი ვნებს არა იმდენად უგულავას ან მის პარტიას ან ხელისუფლებას თუ დამკავებლებს, არამედ, ქვეყანას. არსებობს თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ დაეკავებინათ ბ-ნი უგულავა? – რამდენადაც ვხვდები – არ არსებობდა!
3. სასამართლოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მას (უგულავას) ჰქონდა ქვეყნის დატოვების უფლება… მარტივია – თუ სასამართლო ამას ამბობს, რასაც არ უნდა მღეროდეს გულში პოლიტიკური ოპონენტი უგულავა, მისი დაკავება იმ ქვე-მოტივით – “ვიცით, რომ ითესებოდაო”, იდიოტიზმია.
4. მე არ ვდუმვარ – ადრეც ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ… ზეგ უგულავა დაარღვევს კანონს და მიიღებს ზუსტად ამხელა სტატუსს… დღეს კი მხოლოდ ხელისუფლებაზე ვსაუბრობ – ჩემი აზრით, სრულიად არაადეკვატურად მოქმედზე უგულავასთან მიმართებაში…“– წერს ტაბლიაშვილი.