თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან ბიძინა ივანიშვილს ემუქრება, ხოლო მთავრობს წევრებს მონებს უწოდებს.
„გიგი მხნედ არის. თითოეული ჩვენთაგანიც. ამ წუთიდან ადამიანის არამსგავსი ჩემი მეზობელი აღარ მაინტერესებს. ბიძინა ივანიშვილო, შენი კომფორტი დასრულდა. ეგ შუშის სახლი დაგრჩება ოხრად.
რადგან მთავრობის სხდომა მიდის, რომელიმე წაიკითხავთ და დანარჩენებს გადაეცით. კაპრიზი ბიძინასია, პასუხისმგებლობა კი თითოეული თქვენთაგანისაა. არ აქვს მნიშვნელობა, ჯანდაცვის მინისტრი ხარ თუ იუსტიციის. მთელს მსოფლიოს ეცოდინება, რომ საქართველოში ოლიგარქის მონების მთავრობაა. მონებო." - წერს გივი თარგამაძე.