
ტელეწამყვანი ნანაუკა ჟორჟოლიანი თბილისი ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვინც გიგის დაჭერის გადაწყვეტილება მიიღო, არის ნაციონალი!
„თქვენ თუ იმას ვერ ხვდებოდით, რომ მხოლოდ ეგ უნდოდა და ყველაფერს აკეთებდა მაგისთვის, ხართ სულელები. ეს ის ამბავია, რაც გიგის პოლიტიკურად გააძლიერებს ერთადერთი კითხვა დამრჩა, ვინ არის „ქართულ ოცნებაში“ ასე გიგისკენ, რომ მისგან უპირობო ლიდერი შექმნა.
ახლა კი გეცინებათ, რასაც ვამბობ უპირობო ლიდერთან დაკავშირებით და ცოტა ხანში გამიხსენეთ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის საერთშორიოს აერპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ედება ბრალად.