
ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.
თაკო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ იმ უამრავ წერილს, რომელსაც მისი მეუღლე ღებულობს, ვანო მერაბიშვილის სახელით, მასთან შეთანხმებით უპასუხებს:
„ძვირფასო მეგობრებო, ჩემი მეუღლის გვერდზე უამრავი პირადი წერილი მოდის. ბევრი უბრალოდ მხარდაჭერას გამოხატავს, ბევრს შეკითხვები და მოსაზრებები აქვს. ვანოს მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, იგი ვერ ახერხებს დროულად თქვენს წერილებსა და კითხვებზე პასუხის გაცემას, ამიტომ დღეიდან მე შევეცდები, გადავცე მას თქვენი წერილების შინაარსი და მისი სახელით მაქსიმალურად გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. დიდი მადლობა აქტიურობისთვის“, – აღნიშნულია თაკო მერაბიშვილის განცხადებაში.