
როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, ლოს–ანჯელესის აეროპორტში პოლიციამ დაჭრა ერთი პირი, რომელმაც იარაღიდან ცეცხლი გახსნა მესამე ტერმინალის ტერიტორიაზე.
უმისამართოდ გახსნილ ცეცხლს აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა, ჯერ დაუდგენელია მიზეზი, რის გამოც მან სროლა დაიწყო.
აეროპორტის ორი ტერმინალი ინციდენტის შემდეგ ევაკუაციას დაექვემდებარა, ყველა რეისი გადაიდო. აეროპორტში მომხდარი ფაქტის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეატყობინეს.