
ექსპერტი ელენე ხოშტარია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან კავშირში განიხილავს და ასკვნის, რომ რუსეთთან ბალანსირების პოლიტიკა არ ამართლებს.
ელენე ხოშტარია წერს:
გაკვეთილები უკრაინის შემთხვევიდან:
- ბალანსირების პოლიტიკა არ ამართლებს
- მოვეშვათ ილუზიებს, რომ რუსეთი და დასავლეთი ერთად შესაძლებელია ან რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია. ცალსახად და თანმიმდევრულდ "მივაწვეთ" დასავლეთს.
- რუსეთი ეწინააღმდეგება არა ნატო-ს არამედ ნებისმიერ პროცესს, რაც უზრუნველყოფს ჩვენ თავისუფლებას და კეთილდღეობას
- არ მივცეთ რუსეთს დამატებითი ბერკეტები (მაგალითად ვაჭრობა)
- დასავლეთში ვიმუშავოთ რუსეთის საფრთხეზე, არა მარტო ჩვენთვის, დასავლეთისთვისაც
- შიდაპოლიტიკური პროცესები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარვმართოთ.