დავით დეფი თბილისში მისი ფერადკანიანი სიძის დისკრიმინაციის ფაქტებზე და პოლიციის უმოქმედობაზე წერს

Image

პოეტი დავით დეფი გოგიბედაშვილი ლონდონში მცხოვრები მისი ფერადკანიანი სიძის დისკრიმინაციის კონკრეტულ ფაქტებს აღწერს, რომლებიც "მაკდონალდსში" და "სმარტში" მოხდა, პოლიციისა და დაცვის უმოქმედობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომი საქართველოს ხელისუფლებამ გაამეფა.

 

"აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს დავით დეფი გოგიბედაშვილის სტატუსს:

 

"ჩემი სიძე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ჰქვია აარონი. ფერადკანიანია. ცხოვრობს ლონდონში და თბილისში. არტისტია. მოცეკვავე. დღეს, 28 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრთან, მაკდონალდსში იჯდა. რამოდენიმე ქართველი მასთან მივიდა და აგრესიით, ყვირილით, ზიზღით და ათასნაირი შეურაცხყოფით მაგდონალდსიდან გასვლა უბრძანა.

 

მან დახმარება დაცვას სთხოვა. დაცვის რეაქცია - ხითხითი და ზანტი სიარული. მაკდონალდსში მყოფი ადამიანების რეაქცია - „არაფერი მესმის, არაფერს ვხედავ, არავის არაფერს ვეუბნები.“

 

აარონმა პატრული გამოიძახა. პატრულის მოსვლამდე იმ ჯეელებმა ცოფი ისევ ყარეს „აქ ზანგების ადგილი არაა!“ და ა.შ. და წავიდნენ. პატრულის მოსვლით არც არაფერი შეიცვალა.

 

ოფიცერთა იგივე რეაქციები, როგორც მაკდონალდსის დაცვისა და იქმყოფი ადამიანების - „ჰო კაი ახლა, ეგეთები ხდება? მაშინ უჩივლე...“ პროფესიონალიზმი, მონდომება, თანაგრძნობა, შეგნება - ნ უ ლ ი.

 

იგივე მოხდა რამოდენიმე დღის წინ, ოღონდ სმარტში. სასტუმრო რადისონთან. აარონის დანახვაზე ქართველმა ვაჟებმა მისი შეურაცხყოფა დაიწყეს. დაცვის და ხალხის რეაქცია აქაც - ნ უ ლ ი. სანამ ერთი ამერიკელი საქმეში არ ჩაერია და კაცი იქიდან არ გამოიყვანა.

 

ახლა კი თქვენ მოგმართავთ შსს მინისტრო, პრემიერ მინისტრო, პრეზიდენტო, პარლამეტის თავჯდომარევ და მოქალაქე ივანიშვილო - ეს თქვენ გააკეთეთ. ჰო, ეს თქვენი გაკეთებულია. ამ უშნო გრუზინებს, ამ მახინჯ და უჯიშო, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე, ოცდამეერთე საუკუნის თბილისში ასე იქაჩებიან, მათაც ვინც ასეთ რამეს ხედავენ და არაფერს აკეთებენ, მათაც ვინც არც თავის მოვალეობას ასრულებენ - თქვენი სახეები აქვთ და თქვენი სახელები ჰქვიათ.

 

ამის უფლებას მათ თქვენ აძლევთ. ამ სისაზიზღრეს თქვენი საკუთარი სიბილწით, ქლესობით, ბოღმით, დაკომპლექსებულობით, უნიათობით და სრული არარაობით ქმნით. ამ მანიაკებს ღრმად სწამთ რომ არ დაისჯებიან და ამ რწმენასაც თქვენ უღვივებთ. თქვენ სირცხვილი ხართ. მე მრცხვენია თქვენი. ყოველი თქვენგანის მრცხვენია.

 

ევროპა? რა ევროპა?", - წერს დავით დეფი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !