
„ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილი შალვა რამიშვილს ორგანულად ვერ იტანს. ამის თაობაზე ნათელაშვილი„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაუფარავად წერს: ანტიკურ საბერძნეთში ეგეთებს დაბადებისთანავე,ბარბაროსულად აგდებდნენ კლდიდანო.
მთავარი „ლეიბორისტის“ პათოსის შესახებ თავად რამიშვილიც საქმის კურსშია: „ჩემი შოუ გაიზიარა და შემდეგ გახურდნენ კომენტარებში“ - წერს შალვა რამიშვილი და ნათელაშვილის თანამოაზრეთა კომენტარებს აქვეყნებს.
Shalva Natelashvili: დატკბით,აი ვარდების რევოლუციისა და მიშას პირადი პიარშიკი, შემდეგ მათგანვე ნაღდი თაღლითობისა და ასევე ნაძირალა ბექაურისათვის 100 ათასი დოლარის გამოძალის ფაქტზე დაჭერილი და ამჟამად ბიძინაზე თავ-ფეხიანად (სული არც ქონია) მიყიდული სათვალიანი თხის მსგავსი არსება, კიდევ რომ არ ისვენებს.
შალვა ბატონო, აი რამდენი ხმაც გამიყალბა ივანიშვილმა, იმდენი ათასი მოაკლდეს ქართუ-ბანკში დავანებულ შენს მილიონებს, ბოლოს და ბოლოს არ დაფიქრებულხარ? რად გინდა ასეთი ცხოვრება და ამ უწესობით ნაშოვნი მილიონები.
Gogita Wiklauri: სულგაყიდულ ადამიანებს არასოდეს ღირსება არ ექნებათ, ბატონო შალვა.
Paata Dolidze: ეს რამიშვილი თუ სადმე გადამეყარა უნდა დავასისხლიანო, ისე უნდა ვცემო.
Zakaria Kevkhishvili: ეს მახინჯი რომ დაიბადა, საინტერესოა ექიმებმა მშობლებს არ ურჩიეს დაეტოვებინათ სამშობიაროში, კოლბაში ჩავსვავთო?
Shalva Natelashvili: ანტიკურ საბერძნეთში ეგეთებს დაბადებისთანავე,ბარბაროსულად აგდებდნენ კლდიდან.
Rolandi Vardzukashvili: ჩვენთან ვიცით ხოლმე თქმა, ფულის გულისთვის საყდარში გააკუებსო, რამიშვილი ზუსტად ეგეთია, 1 ლარის გულისთვის იზამს მაგას.