
მომღერალმა მაია დარსმელიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მაისურიანმა მათხოვარმა ლესელიძის ქეჩაზე მას ერთი ლარი სთხოვა.
მეგობრების კითხვაზე , დაეხმარა თუ არა იგი მათხოვარს, მომღერალმა უპასუხა: „ჩემი მაისური რომ სცმოდა...“
დარსმელიძის ამ სტატუსს „ფეისბუქზე“ აგრესიული და ჭკუის დამრიგებლური კომენტარები მოჰყვა:
„გასაოცარი ამბავია, ადამიანს, რომელსაც პურის ფული არ აქვს, სავარაუდოდ არც ახალი „ზმანის“ ფული ექნება და მისთვის სულერთია, ოცნების მაისური აცვია თუ მელიას გამოსახულებიანი, ციფრი 5-ით მოქარგული“, - წერდა ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
„ხუთნომრიან მაისურს ჩაიცვამს, რომ იცოდეს, ხვალ ერთ ლარს მისცემ. მათხოვარი მათხოვარია, რა მნიშვნელობა აქვს, რა აცვია, ან რა დატვირთვით“, - განსჯა არ დააყოვნა მეორემ.
„იქნებ სულაც არ ქონდა პოლიტიკური დატვირთვა და სხვა მაისურის არქონის გამო ეცვა“, - იქვე დაამატა მესამემ.
როგორც თავად უწოდებს, არც მაია დარსმელიძე დარჩა ვალში „ქოცების'' გულშემატკივრებს.
„5 ნომრიანს თუ ჩაიცვამს, მივხვდები რომ ადეკვატური ადამიანია, 10 ლარს მივცემ და კიდევ კოორდინატებს გავუბაზრებ... ვგიჟდები „ქოცთა“ ალოგიკურ ლოგიკაზე.
ქოცებო, დატყდით აქედან. მე ვის როგორ ვეხმარები, თქვენ ანგარიშს არ ჩაგაბარებთ. და რა შუაშია აქ თქვენი „სუპერჰუმანური“, პოპულისტური ნიანგის ცრემლები და ლექციები „არაადამიანურ საქციელზე“.
რა გამიკვირდა პრინციპში, ეს ყალბი პათოსი, დაჩაგრული ადამიანების პოპულისტურად გამოყენება და ამ თემებით სპეკულირება თქვენი „ქოც“ კრედოა“, - წერს მომღერალი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.