-
2014-06-20 10:52
,,თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ირაკლი ჩხვირკია ბაქოში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ვერსიას, სადაც აღწერს, რა მოხდა სინამდვილეში:
„რა მოხდა სინამდვილეში? - 3 საათით ადრე გოგა ხაჩიძემ დაანონსა სკანდალური კადრები ნარმანიას დედასთან დაკავშირებით.... -დედამ უთხრა შვილს, " შვილო თუ ის კადრებია რაც საარჩევნო უბანზე ხდება დავიღუპეთო" - შვილმა საშველად მიმართა ჰაკიმას...ჰაკიმამ შემოიკრიბა "მოზგები" და მოიფიქრეს დედიკოს "გრეხების" გადასაფარი თემა.
ბაქოს აეროპორტში აფრინეს მსტოვარი ცრუ ინფორმაციით, თითქოს ჯაფარიძეს და ნადირაშვილს მოჰქონდათ ელექტრო შოკები და აღურიცხავი ფული... დაანონსებული კადრების და ბრიფინგის ეთერში გასვლამდე ნახევარი საათით ადრე ქართულ მედია სივრცეში ჰაკიმამ შემოაგდო სკანდალური დეზინფორმაცია დეპუტატების დაკავებასთან დაკავშირებით... -
ზუსტად ამ დროს კი ბაქოში, ჯაფარიძე და ნადირაშვილი ისხდნენ კაფეში და სვამდნენ ჩაის. ტვ იმედმა მტკიცებით ფორმაში გამოაცხადა რომ ირმა და ზურა არიან პატიმრებიო. დაანონსებული ბრიფინგი მაინც ჩატარდა. ნარმანიას დედას საარჩევნო ხრიკ-ოინები მაინც გაუბაზრდა და ხალხმაც იხილა ეს "ღვთაებრივი კომედია".
ჯაფარიძე და ნადირაშვილი ბაქოს აეროპორტში სულ რაღაც ხუთი წუთით შეაყოვნეს, ჰაკიმასგან მიღებული (დეზ)ინფორმაციის საფუძველზე შეამოწმეს, ბოდიში მოუხადეს, ბევრი იცინეს და გამოუშვეს... - ეხლა ორივენი თბილისში, საკუთარ სახლებში არიან. ჰაკიმა და ოცნება ისევ გაბანძდა. გეგმა ჩაეშალათ და ქვეყნის სასაცილოები გახდნენ...
ქალბატონი ნორა ნარმანია კი დღის თემად და ფეისბუქის ჰიტად დარჩა
პ.ს. ამათმა ისიც ვერ გათვალეს რომ აზერბაიჯანთან საათობრივი სარტყელის მიხედვით ერთ საათიანი განსხვავება გვაქვს და ჩათვალეს რომ თბილისის დროის მიხედვით ჯაფარიძე და ნადირაშვილი უკვე აეროპორტში უნდა ყოფილიყვნენ. ისინი კი ყავას მიირთმევდნენ ამ დროს...
ვაი ასე იყო ეს.... ჭირი იქა, ლხინი აქა, ჰაკიმი იქა, ზურა და ირმა აქა...“, - წერს ირაკლი ჩხვირკია.