-
2014-06-18 22:38
ელექტრონულ მედიაში გავრცელებულ ვიდეო-კადრებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩხუბია ასახული, პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა.
„არაა ახლა ეს გასაგდები???
ამას ვანო მერაბიშვილი მოაკლდა აშკარად... ამიხსენით, რატომ მოქმედებს უარყოფითად ამ გრუზინებზე მართვის კულტურული და დემოკრატიული სტილი ასე ცუდად... დავიჯერო ეს თაგუნია ამას გაბედავდა ორი წლის წინ?!", - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ კი ასე შეაფასა ვიდეოკადრები: „სწორი“ საკადრო პოლიტიკის შედეგი.
ასეთივე გალეშილები იყვნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, აჭარაში მუსლიმებს რომ დაერივნენ და სცემეს.
ახლა ამათ რიგითი მოქალაქე რომ გადაყროდათ ქუჩაში, ადვილი წარმოსადგენია, რაც მოხდებოდა", - წერს ჭკადუა.
http://www.ambebi.ge/faceambebi/104665-qamas-vano-merabishvili-moaklda-ashkaradq-cotne-gamsakhurdia-dapirispirebul-policilebze.html