-
2014-06-14 13:33
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი, თელევაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. კანდელაკი საკუთარ ,,ფეისბუქზე" წერს:
,,წუხელ თელავში მომხდარი მკველობა არ არის „ყველგან რომ ხდება“ ისეთი. მკვლელმა განზრახ აირჩია ქალაქის ცენტრი. მსხვერპლს მოაკითხა მოტოციკლით, გადმოიღო ავტომატი, ჩაცხრილა ადამიანი და მშვიდად გაეცალა იქაურობას. სანამ მთავრობა თვითკმაყოფილებაშია ჩაფლული, ცხადად და ხილულად ბრუნდება შევარდნაძის დრო, ყველა თავისი ატრიბუტით - ქალაქის ცენტრებში მაფიოზური მკველობებით, სოსო ალავიძეებით, თენგიზ კიტოვანებით და ნეტკაჩოვის სპეცრაზმელებით. დროზე უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი და, სანამ გვიან არ არის, შევაჩეროთ ივანიშვილის მიერ ქვეყნის უფსკრულისკენ გამაოგნებელი სისწრაფით თრევა. ვთქვათ სიმართლე - ყოველი შემოხაზული 41 სწორედ ამ უფსკრულში გადაჩეხვისკენ გადადგმული ნაბიჯია!"–წერს კანდელაკი.