-
2014-05-09 23:27
,,მადლობა მანანა კობახიძეს. ხვალინდელი ბრიფინგი დამიანონსა. მე მართლაც ვაპირებ ხვალ სერიოზული ფაქტების გასაჯაროებას, უბრალოდ მიკვირს ეს კობახიძემ წინასწარ რატომ იცის? ნუთუ მისმენენ?“– ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
ირმა ნადირაშვილი გადაცემა ,,პოზიციაში" მანანა კობახიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის გამართული დებატებისას კობახიძის რეპლიკებს გულისხმობს:
,,რუსთავი2“–ის საქმესთან დაკავშირებით კობახიძემ ვაშაძეს შესთავაზა თავად გამოეძიებინათ როდის და ვისი ბრძანებით დამონტაჟდა ფარული კამერები ტელეკომპანიის ოფისში.
რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ ბევრი საქმე გამოუძიებიათ, ამას მოჰყვა მანანა კობახიძის რეპლიკა: "როგორც ნადირაშვილი იძიებს, თუ მაგას გულისხმობ...“
ვაშაძე: "ნადირაშვილმა ბევრი რამ დადო თქვენს საწინააღმდეგოდ".