
ყოფილი განათლების მინისტრი და გაეროში საქართველოს წარმომადგენელი კახა ლომაია წერს, რომ "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით ყველაფერი ერთ ლოგიკურ ჯაჭვამდე უკვე მივიდა.
"ყურადღებით მოვუსმინე ნიკა გვარამიას და მისი თანამშრომლების პრეს-კონფერენციას. თარიღები, ფაქტები, სახელები, ლოგიკა და მოტივი ერთ ჯაჭვად იკვრება. ვფიქრობ, რომ ამ საქმეს მთავრობისთვის სახიფათო პოტენციალი აქვს. შესაძლოა, "რუსთავი-გეიტის" მოწმენი ვხდებით“, - წერს კახა ლომაია "ფეისბუქზე".