
1989 წლის 9 აპრილი ყველა მონაწილემ თავისებურად გაიხსენა. ზოგი მის მიერ განცდილსა და ნანახს ჰყვება, ზოგი კი სხვისგან გაგონილს იხსენებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კურიოზულ სიტუაციებსაც იხსენებენ.
მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს სუკ-ის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ინაურის შვილიშვილი - გეგა საქართველოს ეროვნულ მოძრაობას მხარს უჭერდა და 1989 აპრილის მიტინგშიც მონაწილეობდა.
მეგობრები იხსენებს, რომ გეგაც, სხვა მომიტინგეებთან ერთად, 9 აპრილს რუსმა სამხედროებმა სასტიკად სცემეს, ხოლო სახლში დაბრუნებულს სიურპრიზი უკვე სატელეფონო ზარის სახით დახვდა:
„ძლივს მილასლასდა ტელეფონთან, რომ ზარისთვის ეპასუხა. დიალოგი :
- Это генерал Родионов, позовите Алексея Николаевича.
- Он только что вышел.
- А кто говорит?
- Внук.
- Как вы?
- Спасибо, вашими молитвами... - და ეს ის დრო იყო, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ხალხი დაიღუპა“, - იხსენებს ალექსი ინაურის შვილიშვილის მეგობარი „ფეისბუქში“.