
ამბობენ, რომ ეს, სხვადასხვა გვერდზე ფოტოდემოტივატორის სახით გავრცელებული ფრაზა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ–საქართველოს ომის დროს, ერთმა ხანშიშესულმა კაცმა მართლაც უთხრა რუს ოკუპანტს.
რა თქმა უნდა, ამ ფოტოზე კონკრეტულად ის მამაკაცი არაა, ვიზეც ზუგდიდში სახალისო ისტორიას ჰყვებოდნენ, რომელიც შემდეგ, გივი ბერიკაშვილმა "იუმორინას" სცენიდან გააჟღერა:
როცა სამეგრელოში რუსი ოკუპანტების კოლონა შემოვიდა, ზუგდიდის შესასვლელთან მას დახვდა ერთი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც ხელში შვილიშვილების მარკერით შესრულებული ტრანსპარანტი ეჭირა.
რუსი ოკუპანტები ამრეზით კითხულობდნენ და ავტომატებს უღერებდნენ კაცს, მაგრამ მას ფეხიც არ მოუცვლია. ტრანსპარანტზე ეწერა: Не стреляй, сынок, может быть я твой отец!