ჩემო გაუზრდელო ქურდო! სანამ გვიან არ არის გამომეხმაურე" - განო მელითაური

Image

რეჟისორი განო მელითაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცოტა ხნის წინ გაქურდეს. როგორც პოსტიდან ირკვევა, განო ქურდს დროს აძლევს, რათა გამოჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართალდამცავებს მიმართავს.

 

“ჩემო გაუზრდელო ქურდო! ვწუხვარ, რომ არავინ გასწავლა რა ცუდად მოიქეცი! ან იმდენად გაგიჭირდა ამ საშინელ საქციელს სჩადიხარ!
დარწმუნებული ვარ ამ პოსტს კითხულობ, ცხრა კლასის განათლებაც არ სჭირდება იმას, რომ გატარებებით კამერებიდან ამოგაგდებ! შეგნებულად არ დავბლოკავ არც ერთ ბარათს! რადგან უტიფარი თავხედი ხარ, პირადობა მანქანაში დამიტოვე, სანამ გვიან არ არის გამომეხმაურე, არ მინდა აქ განცხადების დაწერა, არ დაგაბრუნებინებ თანხას, უბრალოდ მაინტერესებს რატომ მოიქეცი ასე – თუ პურის ფული გიჭირს ვეცდები დაგარწმუნო, რომ ქურდობა გამოსავალი არ არის! გპირდები, დაგეხმარები გამოსავლის პოვნაში.

4 შვილი მყავს და იქნებ რის თანხებს ხარჯავდი? მე დღეს რენეს გეგმიური სამედიცინო ვიზიტის გაუქმება, ტასოს მათემატიკის მასწავლებლის ხელფასი და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თემა დამეკიდა ჰაერში!

მოკლედ, შუადღის თორმეტ საათამდე ველი გამოხმაურებას, მერე პასუხის გაცემა სამართალდამცავებისთვის მოგიწევს!

სანამ გვაქვს იმის შნო, რომ მანქანის კრი გავხსნათ, გადავიხაროთ და საფულე გადარჩევით გავქურდოთ, შემდეგ წავიდეთ სპარში, კორელაში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს მოძრაობის შეზღუდვა, არც გონებრივი, რადგან ეს დავგეგმეთ შესაბამისად ყველა შანსი გაგვაჩნია სამსახური ვიშოვნოთ:

ნაგვის შემგროვებელი:საშ.ხელფასი 1000ლ
მეეზოვე:საშ.ხელფასი 450-600ლ
დამლაგებელი: დღეში საშ. 20-30-50ლ
საწყობის მუშა: საშ 500-600-800-1000ლ
სხვადასხვა სარემობტი სამუშაო: დღეში საშ.20ლ-40-100ლ
გამყიდველი,ასისტენტი,კურიერი:დღეში მინ. 15-30ლ
გაყიდვები, დისტრიბუცია და მსგავსი: საშუალოდ 500-1000 -1500ლ

და ეს სია დაუსრულებელია! და სამუშაო ადგილები უთვალავი, მარტო ჩემს ახალდაწყებულ საწარმოში სისტემატიურად მაქვს აქედან სამი ვაკანსია მაინც!
და ქურდობას მუშაობა ჯობია!
ამ ქვეყანას ასე არასდროს არაფერი ეშველება! სხვისი ქილიკი, სხვისი გინრბა, თითების შვერა, გაუთავებელი წუწუნი ,სხვების ფულების თვლა და უსაქმურობაა მოდაში!
ვბრაზდები, განა ასჯერ მეტს არ ვიშრომებ რომ ავანაზღაურო ზარალი,უბრალოდ ეს პოსტიც ჩემი ილუზიაა,რომ ერთ ადამიანს მაინც შევცვლი უკეთესობისკენ ჩემს სანუკვარ დოყლაპიებით გატენილ ქვეყანაში!,” – წერს განო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !