ციხეში შუქი გრაფიკით გვაქვს... თუ 8 საათამდე რამე გინდა წაიკითხო ტუალეტის შუქის ფონზე ფეხზე დგომით მოგიწევს-ოქრუაშვილი

Image

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, “გამარჯვებული საქართველოს” ლოდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც

ე.წ მატროსოვის ციხეში იხდის სასჯელს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

 

“ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან

 

დილის 6 საათია. როგორც წესი, ამ დროს ვიღვიძებ.
პირველივე გაფიქრებისთანავე აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნის ნახევარი წელი შემისრულდა. ჯამში 1 წელი: 6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა , 6 თვე ბიძინას საგზურით…

 

ჩემი ,, აპარტამენტების’’ მილაგებას და მოწესრიგებას დიდი დრო არ მიაქვს. ზოგადად, ოთხი კედელი აზარმაცებს ადამიანს, მაგრამ სიზარმაცეს აქტიურად ვებრძვი იმით, რომ ათას საქმეს ვიგონებ. ინტერვიუ მაქვს დასაწერი “ახალი თაობისათვის”, ჟამთააღმწერელის ახალი პოსტი მაქვს დასამთავრებელი, თომას პიკეტის “კაპიტალი” შემომიგზავნეს და მაგის კითხვას სპეციალური მონდომება სჭირდება, ეკონომიკის სახარებაა და სულ აქ ხომ არ ვიჯდები, რომ გამოვალ იქნებ რაღაცაში გამომადგეს. ხომ ხედავთ, ციხიდან გამოსვლის შემდგომ რესოციალიზაციაზე ეხლავე ვიქრობ ))); უფროსი შვილისთვის რჩევა-დარიგების წერილი მაქვს მისაწერი, წელს სკოლას ამთვრებს და საზღვარგარეთ მოუწევს სწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელება. ასე რომ, უსაქმოდ არ ვარ.

 

როგორც მიხეილ ჯავახიშვილი “არსენა მარაბდელს” იწყებს სიტყვებით: “შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა” მეც დაახლოებით, ასე ვიწყებ. შემდეგ ბიძინას “რამდენიმე ბრუნვაში” ვახსენებ და დღეც იწყება.

 

ციხეში ყველაფერს ერთი ფასი აქვს. მხოლოდ ორი რამეა ყველაზე სასიამოვნო: სწორი ანალიზის საფუძველზე ზუსტად რომ გამოთვლი რამდენ ხანს მოგიწევს ციხეში ჯდომა და მეორე – ახალგაღვიძებულზე სიგარეტს ღრმა ნაფაზებით, რომ მოწევ, მაგრამ მე ხომ იმ გამონაკლის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც სიამოვნებაზე უაზრო ახირების გამო ამბობენ უარს. 2 თვეა სიგარეტს თავი დავანებე და დავრწმუნდი – ციხეში მოწევას 2 კატეგორიის ხალხი ანებებს: არანორმალური ნებისყოფის ადამიანები და უბრალოდ, არანორმალურები. ჩემს შემთხვევაში ორივეა, ჩემს თავს ვეჩხუბები რა დროს სიგარეტზე თავის დანებების დრო იყო, მინდოდა ნებისყოფა კიდევ ერთხელ შემემოწმებინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არანორმალური ნებისყოფა მაქვს.

 

ჯერ საკანში ბნელა და გარეთაც. საერთოდ, რომ იცოდეთ ციხეში შუქი გრაფიკით გვაქვს. დილის 8 საათზე ჩაგვირთავენ და ღამე 23:30-ზე თიშავენ. ასე რომ, თუ 8 საათამდე რამე გინდა წაიკითხო ტუალეტის შუქის ფონზე ფეხზე დგომით შეიძლება. 6-დან 12 საათამდე კანონის წაკითხვას ვასწრებ. ბიძინას კანონებს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდით. 8 საათი გახდა და დილის შემოვლა დაიწყო, რომელიც 15-20 წამი გრძელდება. ზედამხედველი საკანს ვიზუალურად ათვალიერებს მხოლოდ.

 

ღმერთი სამობითააო ნათქვამია და მესამე ახალ წელს შევხვდი ციხეში. 2008 წელს ბერლინში მოაბიტის ციხეში, 2013 წელს – მატროსოვზე და ახლაც იგივე.
8:30 საათზე საუზმეს არიგებენ.
საერთოდ 25 წელია დილით საჭმელს არ ვჭამ, მაგრამ “მატროსოვის” საუზმეში არის ისეთი განსაკუთრებული გურმანული (კონტინენტურ და ამერიკულ საუზმეს შორის), რის გამოც აქ მოხვედრა ნამდვილად ღირს და რაც პიონერთა ბანაკებში გატარებული ბავშვობის მოგონებებს შეგახსენებთ – მყრალ მანიფაფას ან ერთმანეთში აზელილ ვერმიშელს.

 

12 საათიც გახდა, კანონების კითხვას მოვრჩი და უდიდესი დილემის წინაშე დავდექი: ტვ პირველზე ხაზარაძე ინფოს ვუყურო თუ მარიამ ვაშაძის ხათრით “მოამბეს”.

 

პირველ საათამდე შვილისთვის მისაწერი წერილი ნახევრამდე მივიყვანე. ცხოვრების ასეთი დეტალური ინსტრუქცია ვინმეს ჩემთვის რომ დაეწერა, ალბათ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა – არასაინტერესოდ. აქედანვე მინდა მთავარი რამ ისწავლოს – ცხოვრება ხშირად მიაყენებს ტკივილს, მაგრამ მაინც არ უნდა დანებდეს, ადამიანი უნდა ამაყობდეს ტკივილით, ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ.

 

გმადლობ ღმერთო, 46 წლის მანძილზე მუდამ რომ მახსენებ ჩემს მაღალ დანიშნულებას.

 

გაგრძელება იქნება” – წერს ოქრუაშვილი.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !