
ნინო გორგოშიძე თავის ყოფილ ქმარს, რომელიც სასულიერო პირია, ძალადობაში ადანაშაულებს.
რამდენიმე საათის წინ ქალმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელშიც ყვება, თუ როგორ ემუქრება მას ყოფილი
ქმარი სიცოცხლის მოსპობით. პროკურატურას დაზარალებული უმოქმედობაში ბრალს დებს.
ქალი ყვება, რომ მუქარის შემცველი წერილები მან სამი დღის წინ მიიღო და ამ დრომდე ყოფილი ქმარი დაკავებული არაა:
"მე დავურეკე ჩემს პროკურორს, მაია ჟვანიას და ვეუბნები, მეშინია, ყოველღამე ჩემთან ვიღაცა რჩება, სადამდე
დარჩეს ვიღაცა? ჩემი მეუღლე, რომელიც მემუქრება ბეისბოლის ბიტით ტვინის გასხმით, რომელიც მემუქრება
დანით ჭრილობების მიყენებით. მეუღლე, რომელიც მალე მომკლავს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მართალია
იმის მერე არ გამოჩენილა, მაგრამ მე ხო ვიცი რა პათოლოგია ჩემი მეუღლე, არა? თვითონაც ხო იცის შინაგან
საქმეთა სამინისტრომ როგორი პათოლოგია. აფეთქებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო ამისი ავარიებით, ამისი
ხულიგნობით, ამისი არაადამიანობით,"სულ მიკანკალებს ყველაფერი. ადამიანებო, ესენი ისე მომკლავენ და ისე
შეკერავენ საქმეს, რომ ისინი გამოვლენ მართლები და მე გამოვალ გიჟი. ზუსტად ვიცი, ასე გამოვა ეს საქმე.
გეკითხებით რატომ?.. პროკურორს ვურეკავ და პროკურორი მეუბნება, რომ მე ვარ ხალხში, ვარ ექიმთან და ვერ
გიპასუხებ. რაში მაინტერესებს ექიმი და ხალხი. რას ჰქვია ვერ მიპასუხებს? მე ვარ ძალადობის მსხვერპლი. მე
მეშინია, მე ჩემი ქმარი მემუქრება, გავიდა სამი დღე და წინასწარ პატიმრობაში არაა"-ამბობს ნინო გორგოშიძე