-
2019-12-31 12:53
“პარლამენტის წინ თუ ალაგებთ, თვალი გდია მანდ სადღაც ჩემი და თუ ნახეთ, შემინახეთ რა, ოკ?” – ასე
ეხმაურება მაკო გომური პარლამენტის შენობის წინ დასუფთავების სამსახურის მიერ კარვების აღებასა და
მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მერიის დასუფთავების სამსახურმა
კარვები აიღო, აღნიშნულ ქმედებას სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების
პროტესტი მოჰყვა. ადგილზე 10 პირი დააკავეს, მათ შორის მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები.
