სარალიძის ემოციური მიმართვა ახალგაზრდებს:'ცხოვრება მაინც მშვენიერია, იცხოვრეთ, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა "

Image

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში  მიმართვას

ავრცელებს.

 

 

გთავაზობთ მის სტატუსს:

“ცხოვრება მაინც მშვენიერია!!! უნდა მეამაყა დათუჩას ცხოვრებით და დღეს ვამაყობ მისი განვლილი ცხოვრებით!!!

ცხოვრება მაინც მშვენიერია!!!

რაც დათუჩას უნდოდა იმას გავაკეთებ!!!

რა ოცნებებიც ქონდა ყველაფერს გავაკეთებ!!!

ცხოვრება მშვენიერია!!!

დათუჩას პატარა დაიკო ყავს!!!

მისი მაგივრობა ხომ უნდა გაუწიოს ვინმემ?!!

ამიტომ არის ცხოვრება მაინც მშვენიერი!!!

იცხოვრეთ,იმიტომ რომ ჩვენ ხომ ქართველები ვართ.განა ოდესმე ვინმე მოგვრევია?

არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა არანაირი სიტუაციიდან გარდა ერთისა!!!

მაგრამ გვახსოვდეს მხოლოდ ერთი რამ,სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებთ,მას მხოლოდ სიცოცხლით დავამარცხებთ!!! ნუ გგონიათ რომ რამე გიჭირთ,ქრისტე გასაჭირში ჩვენთანაა მუდამ!!!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!

ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,

ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.

იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება; ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
ყველაფერი კარგად იქნება!

უწმინდესი და უნეტარესი

ამიტომ არის ცხოვრება მშვენიერი!!!”-წერს სარალიძე.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !