-
2019-08-05 10:08
ტელეკომპანია “რუსთავი 2” კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მანანა მანჯგალაძემ დატოვა, რომელიც გადაცემა
“Forbes კვირაში” რუბრიკა “საქმიანების” ავტორი გახლდათ.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
"დღეს ბოლო ეთერი მაქვს რუსთავი 2-ში.მესამედ ვემშვიდობები. არ ვიცი შეიძლევა ვერც ვერაფერი ვთქვა. არ არი იოლი. ჩემი სკოლაა. განსაკუთებით პირველად რომ მივედი და რ2 მიკროფონი დავიჭირე ხელში... აქ თუ არ მოხვდი მართლა ვერ წარმოიდგენ რა ჯადო აქვს. ვითომ ჩვეულებრივი ტელევიზია მაგრამ არა აქ თუ არ გიყვარს, არ ხარ გადადებული,არ ხარ ბოლომდე დახარჯული, თუ უკანასკნელი რესურსიც არ ჩადე ვერც გაჩერდები, ვერც იმუშავებ. კაი "სისხლისმელია", ასეთი სისტემით ააწყვეს ჯერ საქმე და მერე ყველაფერი სხვა. ეს ვერავინ მოშალა...შეცდომები? როგორ არ იყო. ეს ყველაზე კარგად იქაურებმა იციან. მაგრამ ესეც რუსთავიორულია შიდა საქმე გარეთ არ გამოდიოდა. ერთი სიტყვით აქ ჩაკეტავ, ჩაახშობ სხვაგან ამოხეთქვს და ისევ " ერთი, ორი სამი, ერთი ორი სამი ტრიალებს და საქანელა ტრიალებს და ტრიალებს.." ნახვამდის"-წერს ჟურნალისტი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26