
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის საწყენია, რომ “ფორმულა კრეატივის“ შენარჩუნება ვერ შეძლო.
" არ ვაპირებ ამ საკითხზე საუბარს, არ მინდა. გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ, საწყენია ჩემთვის ის, რომ ასეთი ხალხი ჩემთან ვერ იქნება, იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად ეს ძალიან ხარჯიანია. ფინანსური თვალსაზრისით მათ სწორი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ ამას ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გავწვდებოდით და ამიტომ არც მქონია მოლაპარაკება. ნაწყენი კი არ ვარ, ჩემთვის საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი.
მე არ მაქვს მაგდენი ფული და არც მექნება პირველ ეტაპზე. ეს ძალიან ძვირიანი პროდუქტია, რუსთავი 2-ც კი ძლივს წვდებოდა მას. პირველ ეტაპზე, როდესაც საწყისი კაპიტალი გჭირდება, ვიდრე გაყიდი, რეიტინგს აკრეფ და ა.შ. ამის შენახვა ჩვენთვის წარმოუდგენელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მათი კომპანიაა და საკუთარი პროდუქცია უნდა გადაერჩინათ. ამიტომ სწორი არჩევანი გააკეთეს, ვერაფერს იტყვი. ჩემთვის საწყენია ადამიანურად მათგან კი არა, მე რომ ვერ შევძელი უზრუნველყოფა, ეს საწყენია“, – ამბობს ნიკა გვარამია.