
16 წლის ლუკა ფოფხაძე ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში
მკურნალობს, თუმცა იმის გამო, რომ ამბროლაურში გამოძახებული რეანომობილი ცუდ მდგომარეობაში
იყო და გზაში გაფუჭდა, მოზარდს მძიმე გართულებები დაეწყო.
მოზარდის ამბავს უფრო ვრცლად თბილისის 124-ე საჯარო სკოლა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ პოსტში წერს:
„ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა !!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას… ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული… მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა… ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს… დღეს ის კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ, გადარჩენის შანსი მინიმალურია…
ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა.
ღმერთი მოწყალეა და ჩვენ გვჯერა სასწაულების“.