ლალი მოროშკინა: "მზადდება არნახული საბოტაჟი, რასაც გადატრიალება მოყვება"

Image

ლალი მოროშკინა ავრცელებს ინფორმაციას, რომ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმარული საბოტაჟი.

 

მივმართავ შსს-ს მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს! ბატონო ვახტანგ, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და გაფრთხილებთ, რომ პირადად თქვენს წინააღმდეგ და თქვენი ერთგული მებრძოლების წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი, რასაც გადატრიალება მოყვება!!!

 

მე არასოდეს არ მითქვამს ის, რაშიც 100%-ით დარწმუნებული არ ვყოფილვარ! მაქვს ფოტო და ვიდეო ფაქტები! მზად ვარ პირადად წარმოგიდგინოთ მასალები. 

 

და კიდევ ერთი, ამ ფოტოზე ჩემი ოჯახის წევრის, გიორგი გუდაძეს ,მანქანაა, რომელიც 17 თებერვალს, საღამოს 20.30 საათზე, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ვაკის საცურაო აუზთან, მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს და ბეწვზე გადარჩა. არანაირი გამოძიება, არანაირი კამერების ამოღება!!!

 

მხოლოდ ჩვენი მეგობრების დაშანტაჟება, ქალაქიდან იძულებით გაყვანა და კოკაინის, დიახ კ ო კ ა ი ნ ი ს შეთავაზება!(ნაცნობი სცენარი) - და ეს ყველაფერი თქვენი სახელით! მზად ვართ ვითანამშროლოთ გენინსპექციასთან, ასევე ვითხოვთ საქმე, რომელიც სამარცხვინო 118 მუხლით აღიძრა, 109 მუხლში გადაკვალიფიცირდეს!

 

დიდი მადლობა გიორგი ლაფერაშვილს, რომელიც რუსთავი2-ის ეთერს გვითმობდა, მაგრამ გიორგის ჯანმრთელობა გაუარესდა და დამძიმდა. მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი და სისხლის გადასხმაზეა.

 

დიდი მადლობა ანი კიკნაძეს. სამწუხაროდ ვერც "ობიექტივის ეთერში" მოახერხებს მოსვლას, მაგრამ ეს სულ რამოდენიმე დღის ამბავია.

 

ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ სავარძლებს დაემშვიდობება! გპირდებით!!!

 

ღმერთი არ გაუწყრეს ამის უკუღმა წამკითხავს და მოვლენებს არ გაუსწროს! - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, ხოლო მოგვიანებით აღნიშნავს, რომ შსს-ს გენინსპექციაში შევიდა მასალები უწყებას გადასცა. 

 

მანამდე კი ლალი მოროშკინამ დეტალები "რეპორტიორთან" საუბრისას გაამჟღავნა: 

 

 

„მთელი კვირის განმავლობაში, მას მერე, რაც ჩაცხრილეს მანქანაში გიორგი გუდაძე და სამწუხაროდ, საქმე აღიძრა 118-ე მუხლით, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს და არა განზრახ მკვლელობას. ანუ საქმე თავიდანვე დაკვალიფიცირდა არასწორად. ჩვენ ცალკე ვაწარმოებთ კერძო გამოძიებას და უკვე კამერებიდანაც ამოღებული გვაქვს ფირები და ყველაფერი ვიცით, რაც იმდღეს მოხდა.

 

იმის მაგივრად, რომ მკვლელი და დამკვეთი დაეკავებინათ, პოლიციელები დადიან გიორგი გუდაძის მეგობრების ოჯახებში, უწიოკებენ ოჯახებს და ცხვირწინ უთამაშებენ კოკაინს და ემუქრებიან, რომ „ჩაუდებენ" და ამით აშანტაჟებენ. როდესაც გაიგეს, რომ ეს ადამიანები სიგარეტსაც კი არ ეწევიან, შემდეგი პირობა წამოაყენეს, რომ 24 საათში დატოვონ ამ ადამიანებმა საზღვარი. სახლიდან რომ გადიოდნენ, ასე მიაძახეს, რომ წინა ცხოვრებიდან მოკითხვებს გითვლიანო.


ანუ პირდაპირ, ღიად არის დაწყებული ვახტანგ გომელაურის სახელით ასეთი საბოტაჟური ქცევები. ამიტომ მივმართავ მინისტრს, რომ მე მაქვს სახელები და გვარები იმ პოლიციელების, რომლებიც მონაწილეობენ ამაში. ჩვენ ვაფრთხილებთ მინიტრს, რომ ეს არის მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. მე ეჭვი არ მეპარება მის წესიერებასა და პატიოსნებაში.

 

ეს პოლიციელები არიან ის ნარჩენი პოლიციელები, რომლებიც ცდილობენ, საბოტაჟი შეიტანონ ქვეყანაში. ამ პოლიციელების სახელებსა და გვარებს მე პირადად გადავცემ შს მინისტრს. ჩემთან ერთად იქნებიან იმ ბიჭების მშობლებიც, რომლებიც შუაღამეს დააწიოკეს".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !