
ამერიკაში „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წასულ ქართველ მსახიობებს ხიფათები არ აკლიათ.
ჯერ იყო და თურქეთში ჩასული მსახიობები დიდთოვლობის გამო აეროპორტში ჩარჩნენ.
როცა ფრენაა აღდგა და ქართველები თვითმფინავის ბორტზე მიიწვიეს, აღმოჩნდა, რომ მიშა მეხმა პასპორტი დაკარგა, რომელსაც თურქეთის მთელი ჟანდარმერია ეძებდა.
ბოლო ინფორმაცია კი ისაა, რომ ლოს-ანჯელესში ჩაფრენილი მსახიობის, გიორგი ნაკაშიძის ჩემოდანი დაიკარგა.
„ბარგი სამწუხაროდ არ ჩამოვიდა. ჩანთა, რომელშიც ფეხსაცმელები იდო სადღაც დაიკარგა.
თუმცა, ველოდები ისევ, იქნებ იპოვნონ და მომისწროს. რაც მთავარია, ცნობილი სმოკინგი, რომელიც ქეთი ჩხიკვაძემ შეკერა აქ არის", - წერს გიორგი ნაკაშიძე.