
ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი „ფეისბუქში“ ეხმიანება ბათუმსა და ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მიერ უზენაეს საბჭოსა და საკრებულოში უმრავლესობის დაკარგვას:
„ცოტა უხერხული შედარებაა და მაპატიოს "ქართული ოცნების" ყველა იდეურმა მხარდამჭერმა (იდეურ მხარდამჭერებს, "ედინაია როსიას" მრევლის გარდა, ყოველთვის პატივს ვცემ!), მაგრამ რეგიონებში საკრებულოთა უმრავლესობა ლარის კურსზე იყო მიბმული? როგორც კი ფული გაუფასურდა, რღვევა დაიწყო“, - წერს თენგო გოგოტიშვილი.