
მსახიობი ია ფარულავა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ დაკითხვაზე დაიბარეს.
„რა ბედნიერებაა, ორშაბათს სასამართლოში ვარ დაბარებული, ქოცებ-ნაცების ჩხუბზე ლა-ტრუფეში.
არადა მე რომ გავედი მერე მოხდა ყველაფერი“, - წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, ჩხუბი "ლა ტრუფეში", რომელიც ვაკეში მდებარეობს, 2013 წლის მაისში მოხდა მასში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, ასევე მამუკა ბაკურია, მისი მეუღლე მანჩო გიორგობიანი და რამდენიმე სხვა პირი მონაწილეობდნენ. მხარეები დაპირისპირების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, ხოლო შემდეგ დღეებში დაკითხეს ინციდენტში მონაწილე პირები. დაპირისპირების დაწყებამდე კლუბ-რესტორანში მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილიც იმყოფებოდნენ.